1 7 : 0 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საქართველოს ბანკმა CSR ის მიმართულებით განხორციელებული პროექტები შეაჯამა და ახალი მასშტაბური პროექტის დაწყების შესახებ განაცხადა

მთელი საქართველოს ბანკმა, ქვეყნის წამყვანმა ბანკმა, კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით განხორციელებული პროექტები შეაჯამა და განათლების მიმართულებით ახალი საქვეყნო პროექტის დაწყების შესახებ განაცხადა.  პროექტი საქართველოს 20-მდე რეგიონალურ კლასტერში ინგლისური ენის გავრცელების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

მთელი საქართველოს მასშტაბით მოსწავლეებს და მასწავლებლებს ინგლისური ენის შესწავლის შესაძლებლობა მიეცემათ. განათლების მხარდაჭერა საქართველოს ბანკისთვის, როგორც სოციალური კორპორატიული პასუხისმგებლობის მქონე კომპანიისთვის,  მნიშვნელოვან და უცვლელ პრიორიტეტად რჩება. 

საქართველოს ბანკი წლებია კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში მხარს უჭერს საგანმანათლებლო პროექტებს ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამისა და ჩივნინგის სასტიპენდიო პროგრამის განხორციელებით, რომლის  ფარგლებშიც ქართველ სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ მიიღონ განათლება დიდ ბრიტანეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. საქართველოს ბანკი ასევე გასცემს გრანტებს საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის. საქართველოს ბანკის მიერ 3 402 196 ლარით  დაფინანსებულია 509 სტუდენტი საქართველოსა და მის საზღვრებს გარეთ. 

„კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ქვეყნის წამყვანი ბანკისათვის მნიშვნელოვანია განათლების ხელშეწყობა. ამაზე მეტყველებს ახალი ინიციატივაც და უკვე განხორციელებული პროექტებიც. მაგალითისთვის,  საქართველოსა და მსოფლიოში  არაორდინარული, საინტერესო, შთამაგონებელი იდეების გავრცელებისა და განათლების ხელშეწყობის მიზნით მეექვსე წელია ბანკი TEDx თბილისის მხარდამჭერია. ბანკი ასევე ზრუნავს ეკოლოგიაზე და ყოველწლიურად მხარს უჭერს 10 დაცული ტერიტორიის მოვლა-შენარჩუნებას Caucasus Nature Fund -თან ერთად. გარემოზე ზიანის შესამცირებლად, კომპანიის ოფისში განთავსებული მწვანე ყუთების საშუალებით, გროვდება და მუშავდება  მაკულატურა.

საქართველოს ბანკმა ეკოლოგიის მიმართულებით - 1 726 912 ლარი გამოყო. ბანკი ხელს უწყობს სოციალური საწარმოების შექმნა/განვითარებას. სწორედ ამ მიზნით, 2016 წლიდან 2018 წლამდე გამოცხადებული სოციალური მეწარმეობის კონკურსის ფარგლებში, საქართველოს ბანკის  მხარდაჭერით, საერთო ჯამში 400 000 ლარით 10 სოციალური საწარმოს პროექტი დაფინანსდა ლაგოდეხში, წნორში, ნუკრიანში, საგურამოში, კასპში, გარიყულაში, ბათუმსა და თბილისში. საქართველოს ბანკის მიერ დონაციისთვის შექმნილი სპეციალური პლატფორმის Donate.ge-ს მეშვეობით კი შეგროვდა 44 381 ნივთი, რომელიც 1 360 ბენეფიციარს გადაეცა“,- განაცახდა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, კახა კიკნაველიძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...