1 4 : 1 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ბრალი წარედგინება ორივე მხარეს - გიორგი გახარია ახალქალაქში მომხდარ თავდასხმაზე

თავდასხმა ახალქალაქში გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის საარჩევნო შტაბზე - შს მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, ბრალი ორივე მხარეს წარედგინება.

გახარიას განცხადებით, გამოკითხვის პროცესი გარკვეულწილად გაიწელა, რადგან ახალქალაქში მომხდარი თავდასხმის შედეგად დაშავებულები პირველ ეტაპზე, გამოძიებასთან არ თანამშრომლობდნენ.

„გამოძიება მიმდინარეობს, იყო გარკვეული პრობლემები, რაც ძალზედ არასასიამოვნო იყო, დაზარალებული მხარე არ თანამშრომლობდა. უბრალოდ, ჩვენებებს არ იძლეოდა და ეს იყო დროში გაჭიმული პროცესი. თუმცა, როგორც ვიცი, დღეს ეს პროცესი დასრულდება, სტანდარტი შეიქმნება და ბრალი წარედგინება ორივე მხარეს, თუ არ ვცდები,“ - განაცხადა გახარიამ.

ახალქალაქში მომხდარი თავდასხმის დროს დაზარალებულების გამოკითხვა უკვე დასრულებულია. დაშავებულებმა გამომძიებლებს ჩვენება ტრავმატოლოგიურ ჰოსპიტალში მისცეს, სადაც უკვე მესამე დღეა, მკურნალობენ.

ახალქალაქში გაერთიანებული ოპოზიციის საარჩევნო შტაბზე თავდასხმა რამდენიმე დღის წინ მოხდა, რის შედეგადაც 4 პირი დაშავდა.  შტაბის წევრების მტკიცებით, მათ „ქართული ოცნების“ დეპუტატის ენზელ მკოიანის ძმა და 20-მდე პირი ფიზიკურად გაუსწორდა.

მმართველი პარტიის წარმომადგენლები კი პირიქით, გაერთიანებული ოპოზიციის წევრებს ადანაშაულებენ პროვოკაციის მოწყობაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...