0 4 : 0 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ნატო რუსეთს "საშუალო და მცირე რადიუსის რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ" შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდებს

ჩამოტვირთვა

ნატო რუსეთს "საშუალო და მცირე რადიუსის რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ" შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდებს.

ალიანსის გენერალური მდივნის განცხადებით, რუსეთს არ ჰქონია შესაბამისი რეაგირება ალიანსის შეშფოთებაზე მოსკოვის მიერ ახალი ტიპის რაკეტების შემუშავებაზე.

იენს სტოლტენბერგის თქმით ეს ფაქტი აძლიერებს ნატოს შეფასებას, რომ ახალი სარაკეტო სისტემა სერიოზულ საფრთხეს უქმნის ევროატლანტიკური სივრცის სტაბილურობას.

"მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მზად ვართ ამ საკითხზე რუსეთთან დიალოგი გავაგრძელოთ, ჩვენ ასევე მზად ვართ მივიღოთ ეფექტური ზომები ჩვენი და ჩვენი მოკავშირეების უსაფრთხოებისა უზრუნველსაყოფად,"-განაცხადა იენს სტოლტენბერგმა სხდომის დასრულების შემდეგ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები