1 9 : 1 1
 | 

მსოფლიო

"ჩვენ ვიმუშავებთ იმისთვის, რომ არ დაბრუნდეს რეჟიმი" - ტელეკომპანია "იმედი"

ტელეკომპანია “იმედის” განცხადებით ის  წინასაარჩევნოდ მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის.

“იმედის” ვებ-საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ:

“წინასაარჩევნო პერიოდი განსაკუთრებულად მძიმე იქნება მეორე ტურის წინ, რადგან არჩევანის ერთ მხარეს „ნაციონალური მოძრაობა“ აღმოჩნდა. ტელეკომპანია „იმედმა“ და მისმა მფლობელებმა საკუთარ თავზე იწვნიეს რას ნიშნავს ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობა“. ამიტომ „იმედი“ წინასაარჩევნოდ ცვლის საეთერო ბადეს და ჩვენ ვიმუშავებთ იმისთვის, რომ არ დაბრუნდეს რეჟიმი.


თოქ-შოუ „პირისპირ“ ეთერში ორჯერ გავა, ასევე წინასაარჩევნოდ „იმედის“ ეთერში გავა ახალი თოქ- შოუ „იმედი Live“, რომლის ერთ-ერთი წამყვანი ჟურნალისტი თეონა გეგელია იქნება.  

რა ხდება მაშინ, თუ მეორე ტურში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი იმარჯვებს. გრიგოლ ვაშაძე ამბობს, რომ შეიწყალებს მიხეილ სააკაშვილს, ძმებ ახალაიებს, ვანო მერბიშვილს, მეგის ქარდავას და ყველას, ვისი სახელიც „ნაციონალური მოძრაობის“ დანაშაულებრივ რეჟიმს უკავშირდება. ძალადობა, ბიზნესების წართმევა, ტელევიზიაში შეჭრა. 2012 წლის არჩევნების შემდეგ პირველად „ნაციონალური მოძრაობა“ ძალიან ახლოსაა იმასთან, რომ წარსული ისევ რეალობად იქცეს. სწორედ ამიტომ არის მიუღებელი „იმედისთვის“ გრიგოლ ვაშაძის პრეზიდენტობა.” – ამბობენ ტელეკომპანია “იმედში”.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 22:36

    პუტინმა ერდოღანი ე.წ. ,,სტაკანჩიკის" ნაყინზე დაპ...

    თურქეთი რუსეთთან ერთობლივი სამხედრო წარმოებითაა დაინტერესებული. ამის შესახებ განცხადება რუსეთში ვიზიტისას თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გააკეთა.მისივე თქმით, სამხედრო წარმოების სფერო...

  • 10:54

    ამერიკელი სენატორი რუსეთში არ შეუშვეს...

    სამწუხაროდ, რუსეთის ოფიციალური პირები დიპლომატიურ თამაშებს აგრძელებენ - ამის შესახებ განცხადებას მისი პრესსამსახური ავრცელებს. ამერიკელმა რესპუბლიკელმა სენატორმა რონ ჯონსონმა განაცხადა, რომ მას რ...

  • 14:40

    ამაზონის ტყეში ძლიერი ხანძარი მე-17 დღეა მძვინვარ...

    „პლანეტის ფილტვები“ იწვის. ამაზონის ტყეებში უკვე მე-17 დღეა ნამდვილი ჯოჯოხეთი მძვინვარებს. ნადგურდება იქ არსებული ტროპიკული მცენარეულობა, ხეები და ფაუნა. 15 აგვისტოს შემდეგ, ბრაზილიაში, ძირითადად...

  • 11:58

    კრასნოიარსკის ოლქში საბრძოლო მასალის საწყობში ხანძ...

    მთელი ღამის განმავლობაში ისმოდა აფეთქებების ხმა რუსეთში. კრასნოიარსკის ოლქში საბრძოლო მასალის საწყობში ხანძარი გაჩნდა. რეგიონში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. არსებული ინფორმაციით, საბრძოლო მას...

  • 15:07

    გრიგორი კარასინი თანამდებობას ტოვებს...

    გრიგორი კარასინი თანამდებობას ტოვებს. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, კარასინის წასვლის მიზეზი მისი ასაკია, ვონაიდან 'საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის თანახმად, სამუშაოს  გაგრძელების შესაძლე...

  • 14:07

    იაპონიაში, კიოტოს ანიმაციურ სტუდიაში ხანძრის შედეგ...

    იაპონიაში, კიოტოს ანიმაციურ სტუდიაში ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 33 ადამიანამდე გარდაიცვალა.  ცეცხლი სტუდიაში იმ დროს გაჩნდა, როდესაც შენობაში 70-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა.პოლ...

  • 14:36

    ავიაკატასტროფას შვედეთში 9 ადამიანი ემსხვერპლა...

    ავიაკატასტროფას შვედეთში 9 ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა ქვეყნის ჩრდილოეთ რეგიონში, ქალაქ უმეოსთან მოხდა. ბორტზე მყოფები პარაშუტით უნდა გადამხტარიყვნენ, თუმცა მცირე ზომის თვითმფრინავმა კატა...