1 5 : 5 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ქალბატონები როდესაც ლუდს მიირთმევენ, გაცილებით ბედნიერები არიან

კარგი ახალი ამბავი  იმ ქალებატონებისთვის, რომლებსაც უყვართ ლუდი და  დღიური ნორმა ლუდის მიღებაზეც არ ამბობენ უარს! შვედეთში არსებული გოტენბურგის უნივერსიტეტის კვლევის მიხედვით, დამტკიცდა, რომ ლუდის ზომიერი რაოდენობით მიღება ამცირებს გულის შეტევებსა და ზრდის ბედნიერების მაჩვენებელს.

უნივერსიტეტის მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ლუდის ზომიერი მოხმარება ქალბატონების ჯანმრთელობისათვის შესაძლოა, მნიშვნელოვანი სარგებლის მომტანი აღმოჩნდეს.  კვლევებმა ცხადყო, რომ კვირის განმავლობაში, ლუდის ერთხელ ან ორჯერ მირთმევა 30%-ით ამცირებს გულის შეტევის რისკს. აღნიშნული მონაცემები მკვლევარებმა იმ ქალებზე დაკვირვების შედეგად მიიღეს, რომლებიც საერთოდ არ სვამენ, ან თუკი სვამენ - დიდი რაოდენობით.

კვლევამ აგრეთვე აჩვენა, რომ თუკი ჯინ-ტონიკს ანიჭებთ უპირატესობას, ზომიერი რაოდენობითაც რომ მიიღოთ, კოქტეილებმა, რომლებშიც დიდია სპირტის შემცველობა, შესაძლოა უარყოფითი გავლენა იქონიოს თქვენს ჯანმრთელობაზე. მძიმე ალკოჰოლის თვეში ორზე მეტჯერ მიღება პირდაპირ კორელაციაშია კიბოსგან სიკვდილიანობის რისკის მაჩვენებლის 50%-ით ზრდასთან. ამ შემთხვევაში ნამდვილად გასათვალისწინებელია ის, რომ ლუდის სმა რა თქმა უნდა, უმჯობესია, თანაც მისი მიღება  ქალბატონებს აბედნიერებს კიდეც! კვლევაში აღნიშნულია, რომ კვირის განმავლობაში ლუდის ერთხელ, ან ორჯერ მიღება სრულიად ნორმალური და მისასალმებელია.

აღნიშნული კვლევა გამოქვეყნებულია სამეცნიერო ჟურნალ Journal of Primary Health Care-ში. კვლევა 50 წლის განმავლობაში, 1,500 ქალზე დაკვირვებით ტარდებოდა.

ასე რომ, მეტი რა უკეთესი საბაბია საჭირო იმისათვის, რომ სახლის პირობებში ლუდის ხარშვა დაიწყოთ? ან სულაც 1-2 კათხა მივირთვათ? 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...