0 8 : 0 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საქართველოს ბანკის კორპორაციული პასუხისმგებლობის ფარგლებში ღია კარის დღე გაიმართა

19 ოქტომბერი, 2018- საქართველოს ბანკის, ქვეყნის წამყვანი ბანკის ორგანიზებით სოციალური საწარმოების დაფინანსების კონკურსზე ღია კარის დღე გაიმართა. შეხვედრას 30-მდე არასამთავრობო ორგანიზაციის და საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელი ესწრებოდა. ღია კარის დღეზე მოწვეულმა სტუმრებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია  მიმდინარე კონკურსის წესების შესახებ და პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით. საერთო ჯამში, 2 თვის განმავლობაში საკონსულტაციო შეხვედრები სოციალური თემატიკით დაინტერესებულ 50-მდე საზოგადოებრივ ორგანიზაციასთან და საინიციატივო ჯგუფთან გაიმართა.

 

საქართველოს ბანკმა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, სოციალური მეწარმეობის თემაზე, რიგით მესამე კონკურსი, 10 აგვისტოს გამოაცხადა. კონკურსში განაცხადების მიღება  26 ოქტომბერს 18:00 სთ-ზე დასრულდება. გამარჯვებული პროექტები 50 000 ლარის მოცულობის თანხით დაფინანსდება.

 

საქართველოს ბანკის მიერ, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, 2016-2018 წლებში შეირჩა და ჯამში 400 000 ლარით დაფინანსა, 10 სოციალური საწარმოს პროექტი. მაგალითისთვის: ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიაზე მოეწყო ინკლუზიური ეკო-ბანაკი „ოჩოკემპი“; განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით განხორციელდა ინტერნეტიზაცია და შეიქმნა პლატფორმა charte.ge; გარემოზე ნეგატიური ზემოქმედების შესამცირებლად დაფინანსდა მაკულატურის გადამამუშავებელი სოციალური საწარმო „მწვანე საჩუქარი“. საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსებული საწარმოების ნაწილი უკვე ამოქმედდა. დარჩენილი ნაწილი 2018 წლის ბოლომდე გაიხსნება ლაგოდეხში, წნორში, ნუკრიანში, საგურამოში, კასპში, გარიყულაში, ბათუმსა და თბილისში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...