1 8 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ჯანმრთელობისთვის 10 საკვირველი სარგებელი, რომელიც ლუდის სმას მოაქვს

მსოფლიო, რომ  ლუდის ეროვნული დღეს ყოველწლიურად ზეიმობს, ეს უკვე არავის უკვირს,რადგან ეს კიდევ ერთ-ერთი  კარგი მიზეზია იმისათვის, რომ დააგემოვნო ქარვის ნექტრის ერთი პინტა.

და კიდევ ერთი: ერთმა კათხა ლუდმა,  შესაძლოა, ცხოვრება გაგიხანგრძლივოსდა გაგიხალისოს.

პენსილვანიის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულმა კვლევამ, რომელმაც 80,000 მოზარდი მოიცვა, დაასკვნა, რომ დღეში ერთმა ან ორმა პინტმა ლუდმა შესაძლოა, შეამციროს ინსულტის, ან გულ-სისხლძარღვთა დაავადების განვითარების რისკები. ჩინელ მოზარდებს შორის ჩატარებული კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ ალკოჰოლის (ძირითადად ლუდის) ყოველდღიური ზომიერი მიღება ხელს უწყობს მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინის (HDL) შემცირებასა და "კარგი" ქოლესტერინის წარმოქმნას, ვიდრე საერთოდ არ დალევა.

სინამდვილეში, შენს ერთ კათხაში იმაზე მეტი ჯანმრთელობისთვის საკვირველი „წვრილმანები“ იმალება, ვიდრე წარმოგიდგენია...

ლუდი ამცირებს თირკმელებში კენჭების წარმოქმნას

ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ლუდის მოხმარების ზრდასთან ერთად, მცირდება თირკმელებში კენჭების წარმოქმნის რისკი. ფინელმა მკვლევარებმა, რომლებსაც ჰელსინკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის დოქტორი ტერო ჰირვონენი ხელმძღვანელობდა, გამოიყენეს თავიანთი დეტალური კვლევა, რომელიც 27,000 შუახნის მამაკაცზე ჩაატარეს და დაადგინეს, რომ "ყოველდღიურად მიღებული ლუდის შედეგად რისკი 40%-ით მცირდება."

კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ წყალი და ლუდი, ორივე იწვევს შარდის დენადობისა და განზავების ზრდას, რაც ამცირებს კენჭების წარმოქმნის პროცესს. ალკოჰოლმა ასევე შესაძლოა "გაზარდოს კალციუმის ექსკრეცია", რაც ჰიროვენის თქმით, თირკმელებში წარმოქმნილი კენჭების ძირითადი შემადგენელი ნაწილია.

 ლუდი გიცავთ გულის შეტევისგან

პენსილვანიაში არსებული სკრანტონის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა დაადგინა, რომ შავ ლუდსა და სტაუტებს გულის შეტევების შემცირება შეუძლია.

ათეროსკლეროზი - როდესაც არტერიის კედლები ქოლესტერინით და სხვა ცხიმოვანი სუბსტანციებით იფარება - გულთან დაკავშირებულ პრობლემებს იწვევს, თუმცა ქიმიის პროფესორმა და 2000 კვლევის ავტორმა დოქტორ ჯო ვინსონმა აღმოაჩინა, რომ ლუდს, ამ დაავადების წარმოქმნის რისკის მინიმუმ ნახევრამდე შემცირება შეუძლია.ასე რომ, მკვლევარებს ძალიან სურდათ ეთქვათ, რომ სწორედ ზომიერი მოხმარებაა მთავარი ფაქტორი.

ლუდი ამცირებს ინსულტის რისკებს

ჰარვარდის სამედიცინო სკოლისა და American Stroke Association-ის ერთობლივი კვლევის შედეგად, ნათელი გახდა, რომ იმ ადამიანებში, რომლებიც ლუდის ზომიერ რაოდენობას იღებენ, ინსულტის რისკი ნახევრად არის შემცირებული, ვიდრე იმ ადამიანებში, რომლებიც საერთოდ არ სვამენ.

იშემიური ინსულტი ინსულტის ყველაზე გავრცელებული ფორმაა. ეს ხდება მაშინ, როდესაც სისხლის კოლტი ბლოკავს სისხლის ნაკადს და ტვინს აღარ მიეწოდება ჟანგბადი. როდესაც ლუდს სვამთ, არტერიები უფრო მოქნილი ხდება და სისხლის დინება მნიშვნელოვნად უმჯობესდება. ამის შედეგად, სისხლის კოლტები არ წარმოიქმნება და ინსულტის რისკი მცირდება.

ლუდი აძლიერებს ძვლებს

ცნობილი ფაქტია, რომ ლუდში სილიკონის მაღალი შემცველობაა, ეს არის სწორედ ის ელემენტი, რომელიც ძვლების ზრდას უწყობს ხელს.მაგრამ ბალანსი სწორად უნდა დაიცვათ. მასაჩუსეტსში არსებული ტუფტის უნივერსიტეტის აკადემიკოსებმა აღმოაჩინეს, რომ ყოველდღიურად 1-2 ჭიქა ლუდის მიღებამ შესაძლოა ძვლების დაშლის რისკი საგრძნობლად შეამციროს.

ასე რომ, ფრთხილად იყავით, როდესაც პაბს ესტუმრებით: თუკი ბევრს დალევთ, ძვლები დაგისუსტდებათ და იმ ღამით მომხდარმა დაცემებმა შესაძლოა მოტეხილობები გამოიწვიოს. დალიეთ სწორი რაოდენობა და შინ მრთელი ძვლებით დაბრუნდებით.

დღეგრძელობა!

 ლუდი ამცირებს დიაბეტის რისკებს

2011 წელს, ჰარვარდის მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ შუახნის მამაკაცებში, რომლებიც ყოველდღიურად 1-2 ჭიქა ლუდს მიირთმევენ, დიაბეტის ტიპი 2-ის განვითარების შანსი 25pc-მდეა შემცირებული. ჰარვარდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის მოწვეულმა პროფესორმა დოქტორ მიშელ ჯოოსტენმა შეისწავლა 38,000 შუახნის მამაკაცი და მივიდა დასკვნამდე, რომ ალკოჰოლი, რომელსაც ლუდი შეიცავს, ზრდის ინსულინის მგრძნობელობას, რაც ხელს უშლის დიაბეტს. ამასთან, ლუდი არის ხსნადი ბოჭკოვანი - დიეტური ნივთიერება, რომელიც ხელს უწყობს შაქრის რაოდენობის კონტროლს სისხლში და მნიშვნელოვან როლს თამაშობს იმ ადამიანების ჯანმრთელობაში, რომლებსაც დიაბეტი აქვს.

ასე რომ, გაქვს თუ არა დიაბეტი, ერთი ჭიქა ლუდი არის ის, რასაც ექიმი გინიშნავს.

 ლუდი ამცირებს ალცჰაიმერის წარმოქმნის რისკებს

1977 წლიდან მოყოლებული ჩატარებულ კვლევებში აღნიშნულია, რომ ადამიანებში, რომლებიც ლუდს სვამენ, შედარებით ნაკლებია კოგნიტური დარღვევების, ალცჰაიმერის, ან დემენციის სხვა სახეობის დაავადებების წარმოშობის შანსი.

კვლევის მიხედვით, რომელშიც 365,000 ადამიანი იყო ჩართული, გვიჩვენებს, რომ უცნობია, თუ რატომ აქვს ალკოჰოლის ზომიერად მიღებას სასარგებლო ეფექტი. ერთი თეორიის მიხედვით, ალკოჰოლის ზომიერი რაოდენობით მიღებას გულ-სისხლძარღვთა სისტემებისთვის მოაქვს ისეთი სარგებელი, როგორიც არის კარგი ქოლესტერინი და იგი აგრეთვე აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას ტვინში და ტვინის მეტაბოლიზმს.

სარგებელზე პასუხისმგებელი ის სილიკონის არის, რომელსაც ლუდი შეიცავს. სილიკონი იცავს ტვინს დაზიანებისგან, რასაც იწვევს ალუმინი, რომელსაც ორგანიზმი შეიცავს. სწორედ აღნიშნული ალუმინი მიიჩნევა ალცჰაიმერის წარმოშობის მთავარ მიზეზად.

ლუდს ინსომნიისგან განკურნება შეუძლია

ლუდი ბუნებრივი ღამის ჩაჩია. დაადგინეს, რომ შავი ლუდი, სტაუტები და ლაგერები დოპამინის წარმოქმნის სტიმულირებას ახდენს. დოპამინს კი ექიმები მათ უნიშნავენ, ვინც ინსომნიით იტანჯება.

ინდიანას უნივერსიტეტის მედიცინის სკოლაში ჩატარებული კვლევის თანახმად, უბრალოდ ლუდის დაგემოვნება ზრდის დოპამინის რაოდენობას ტვინში და ამგვარად, ადამიანი თავს უფრო მშვიდად და მოდუნებულად გრძნობს. მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ სულ რაღაც უმნიშვნელო 15 მილილიტრი არის ის, რაც შენ გჭირდება - ეს რაოდენობა ერთი სუფრის კოვზი ლუდის ექვივალენტია.

ლუდს კატარაქტას შეჩერება შეუძლია

თუკი ალკოჰოლის დიდ რაოდენობას მიიღებ, მხედველობა ბუნდოვანი გახდება, მაგრამ საკმარისია ზომიერი რაოდენობა მოიხმარო და სარგებელს თვალებიც მიიღებს.

დასავლეთ ონტარიოს უნივერსიტეტის მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ანტიოქსიდანტები, რომლებსაც შავი ლუდი და სტაუტები შეიცავს, მიტოქონდრიალური დაზიანებისგან გიცავს.

კატარაქტა ყალიბდება მაშინ, როდესაც ზიანდება მიტოქონდრია - იმ უჯრედის ნაწილი, რომელიც პასუხისმგებელია გლუკოზის ენერგიად გარდაქმნაზე - და ზიანდება თვალის გარე ლინზა. ანტიოქსიდანტები მიტოქონდრიას იცავს დაზიანებისგან და შესაბამისად, კვლევის ავტორები დღეში ერთი ჭიქის დალევის რეკომენდაციას იძლევიან, რათა აღარ მოგიწიოს თვალის ექიმთან წასვლა.

ლუდმა შესაძლოა კიბოსგან განგკურნოს

შეუძლია ლუდს კიბოსგან განკურნება? სწორედ ასე ფიქრობენ აიდაჰოს უნივერსიტეტის მეცნიერები.

იანვარში, American Chemical Society-ის ნაციონალურ შეხვედრაზე მკვლევარებმა წარადგინეს კვლევის შედეგები, რომელთა მიხედვითაც, ლუდის მთავარი ინგრედიენტი შესაძლოა გამოყენებული იქნას კიბოს და ანთებითი დაავადებების წინააღმდეგ.

მჟავებს, რომლებსაც ჰუმულონები და ლუპულონები ჰქვია და რომლებსაც სვია შეიცავს, შეუძლიათ ბაქტერიული ზრდის და დაავადებების შეწყვეტა. მეცნიერები იმედოვნებენ, რომ იპოვნიან ამ კომპონენტების ექსტრაგირების ან ლაბორატორიაში სინთეზირების მეთოდს, რათა შემუშავებული იქნას კიბოს საწინააღმდეგო მოქმედი აგენტები - სამკურნალო წამლები.

ლუდი წონის დაკლებაში გეხმარება

შეიძლება უცნაური იყოს, იმის გათვალისწინებით, რომ სწორედ ალკოჰოლის მოხმარების შედეგად შემოვიღეთ სახელწოდება "ლუდის მუცელი", მაგრამ ორეგონის სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევარები ფიქრობენ, რომ ლუდი გარკვეული ფუნტების დაგებაში გეხმარება.

მიმდინარე წლის დასაწყისში, მეცნიერებმა გამოაქვეყნეს კვლევა, რომელიც აჩვენებს, რომ xanthohumol-ი, რომელიც დიდი რაოდენობით გვხვდება სვიაში, ამცირებს მეტაბოლიზმთან დაკავშირებულ სინდრომს - მდგომარეობას, რომელიც სიმსუქნეს, ამაღლებულ არტერიულ წნევას და ცუდი გამტარობის მქონე ლიპოპროტეინის (HDL) ქოლესტერინის დონის მომატებას გულისხმობს.

სამწუხაროდ, მკვლევარებმა დაასკვნეს, რომ ადამიანმა ყოველდღიურად 3,500 პინტაზე მეტი ლუდი უნდა მიიღონ, რათა საკუთარ თავზე გამოცადონ "სასწაული".

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...