2 0 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საერთაშორისო სავაჭრო პალატის საბანკო კომისიის სხდომა გაიმართა

17 ოქტომბერი, 2018- მთელი საქართველოს ბანკის, ქვეყნის წამყვანი ბანკის მხარდაჭერით, ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით, საერთაშორისო სავაჭრო პალატის საბანკო კომისიის ტექნიკური წლიური შეხვედრა გაიმართა. სხდომას ესწრებოდა საქართველოში საერთაშორისო სავაჭრო პალატის საბანკო კომისიის თავმჯდომარე, საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე დავით წიკლაური, საერთაშორისო სავაჭრო პალატის საბანკო კომიტეტის აღმასრულებელი კომიტეტის (EXCOM, პარიზი) წევრი და საქართველოს ბანკის ვაჭრობის ფინანსირების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ანა ქავთარაძე. 250-მდე საერთაშორისო აღიარების მქონე  ვაჭრობის ფინანსირების ექსპერტი.

 

შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა სავაჭრო დაფინანსების ახალი მიმართულებების განხილვა, იმ რეგულაციებზე დისკუსიის გამართვა, რაც გავლენას ახდენს გლობალურ სავაჭრო პროცესებზე. საერთაშორისო ექსპერტების მიერ გლობალური გამოწვევების  განხილვისას ყურადღება გამახვილდა ელექტრონულ გადახდებზე, სავაჭრო დაფინანსების დიჯიტალიზაციაზე, ფინანსური დანაშაულის რისკსა და სამომავლო  პოლიტიკაზე.

 

„მოხარული ვართ, რომ მოგვეცა შესაძლებლობა ICC საქართველოსთან ერთად ვუმასპინძლოთ საერთაშორისო სავაჭრო პალატის საბანკო კომისიის ტექნიკური შეხვედრას,  ICC-ს წევრებსა და ეროვნულ კომიტეტებს, მის მონაწილეებს.  მსგავსი  მნიშვნელობის ღონისძიება  წელს პირველად იმართება რეგიონში, კონკრეტულად კი  თბილისში. კომისიის სხდომა გვაძლევს ძალიან კარგ შესაძლებლობას, ღია ფორუმის რეჟიმში თავი მოვუყაროთ რეგიონულ ექსპერტებს, რათა ერთობლივად განვიხილოთ ვაჭრობის ფინანსირების დარგში არსებული და მოსალოდნელი ძირითადი სიახლეები, წესები, კანონები, რეგულაციები და გავრცელებული პრაქტიკა. გაზიარებული სიახლეები და ცოდნა, თავისთავად ხელს შეუწყობს და დადებითად აისახება ვაჭრობის დაფინანსების შესაძლებლობებზე, კომისიის წევრ ქვეყნებს შორის მზარდი ვაჭრობის დინამიკის მხარდასაჭერად“, - განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ,  დავით წიკლაურმა.

 

საერთაშორისო სავაჭრო პალატის საბანკო კომისიის სხდომას 65 ქვეყნის 250-მდე წარმომადგენელი, მათ შორის ბანკირები, ბიზნესმენები, ფინანსისტები, იურისტები და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...