0 6 : 3 9
 | 

მსოფლიო

აფეთქება უკრაინის სამხედრო საწყობში - 10 ათასი ადამიანი ევაკუირებულია

უკრაინაში, ჩერნიგოვის ოლქში მდებარე სამხედრო საწყობში აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

ინფორმაცია დაშავებულებზე ამ ეტაპზე არ გავრცელებულა. შემთხვევის ადგილიდან 20 კილომეტრის რადიუსში შეჩერებულია ავტომობილებისა და მატარებლების მოძრაობა. ასევე დახურულია საჰაერო სივრცე.

საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის მონაცემებით, ევაკუირებულია დაახლოებით 10 ათასი ადამიანი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები