2 3 : 4 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თელავი „არტარეა ფესტივალის“ დასკვნით ღონისძიებას უმასპინძლებს

„არტარეა ფესტივალი“ საქართველოს რეგიონებში მოგზაურობას ასრულებს. 22 სექტემბერს თელავში, ნადიკვარის პარკში ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება - ექსპერიმენტული მუსიკისა და ფოლკის ინტერაქცია - პროექტი „სხვა კუთხით“ ჩატარდება.
„სხვა კუთხით“ კოლაბორაციული პროექტია, რომლის იდეა ტრადიციული მუსიკის ახალი შესაძლებლობების აღმოჩენაა. მთელი ზაფხულის განმავლობაში, 3 მუსიკოსი - ბენ უილერი, Tete Noise და ვაჟა მარი კახეთის ორ ფოლკლორულ ანსამბლთან - „პანკისთან“ და „თელავთან“ ერთად ამ პროექტის შექმნაზე მუშაობდა.
ღონისძიებაზე ხალხური სიმღერები სპეციალური თანმიმდევრობით შესრულდება, თითოეული სიმღერის შემდეგ კი ტრადიციული მუსიკის ელემენტებით გაჯერებული ექსპერიმენტული კომპოზიციები გაჟღერდება. ერთი და იმავე კომპოზიციას, ერთ სცენაზე ყველა მუსიკოსი სხვადასხვა ინტერპრეტაციით წარმოადგენს. პროექტის მიზანია ხაზი გაესვას ტრადიციის მნიშვნელობას, მის დაცვასა და ახალ შემოქმედებით პოტენციალს.
„არტარეა ფესტივალმა“ სტარტი 23 ივნისს რუსთავში აიღო და 6 რეგიონში 6 სხვადასხვა ღონისძიებას მოიცავს. ფესტივალის კონცეფცია განსხვავებული ელემენტების ერთიანობის იდეას ეფუძნება, ასევე ტრადიციული ხელოვნების თანამედროვე, ექსპერიმენტული მუსიკით გადააზრებას, რაც რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობასა და ტურისტებს შესაძლებლობას მისცემს შეეხონ ძველ და ახალ ქართულ ხელოვნებას. ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.
ფესტივალის მხარდამჭერია თიბისი.
პროექტი ხორციელდება Check in Georgia-ს ფარგლებში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...