1 6 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ზურაბიშვილის "facebook" პოსტების მოწონების მოთხოვნა გორის საკრებულოში

ჩამოტვირთვა

 გორის საკრებულოს წევრი პარტიული აქტივისტებისგან სალომე ზურაბიშვილის „ფეისბუქში" აქტივობის მოწონებას ითხოვს.

საუბარია, „ქართული ოცნების“ გორის ადგილობრივი ორგანიზაციის შიდა მიმოწერაზე, სადაც საკრებულოს წევრი, მიხეილ გოგინაშვილი,  აქტივისტებსა და მმართველი პარტიის წევრებს მითითებებს აძლევს, მოიწონონ სალომე ზურაბიშვილის შტაბის გახსნის ვიდეო. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

„ნაციონალური მოძრაობის“ გორის რეგიონალური ორგანიზაციის წევრი ბექა ქორჩილავა ამბობს, რომ მაღალჩინოსნების მთლიანად არჩევნებზე არიან გადართული, სამსახურეობრივ მოვალეობას არ ასრულებენ, გასულები არიან კაბინეტებიდან და ყველა რესურს იყენებენ სალომე ზურაბიშვილისთვის ხმების მოსაპოვებლად.

“ქართულ ოცნებას“ დღეს მოსახლეობის მხარდაჭერა აღარ აქვს. მათი მაღალჩინოსნები აიპებში და საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულ ადამიანებს აიძულებენ, რომ როგორმე ხელოვნურად გაზარდონ სალომე ზურაბიშვილის გვერდზე მოწონებები. ეს ყოველივე ეს ცხადყოფს, რომ „ქართულ ოცნებას“ დიდი დღე არ უწერია,“- ამბობს “ნაციონალური მოძრაობის” გორის ორგანიზაციის წევრი ბექა ქორჩილავა.

გორის საკრებულოს წევრი, "ქართული ოცნების" გორის ორგანიზაციის მდივანი მიხეილ გოგინაშვილი ბრალდებებს არ პასუხობს. ის არც ადასტურებს და არც უარყოფს ინფორმაციას, რომ აქტივისტებსა და პარტიის წევრებს სალომე ზურაბიშვილის აქტივობის მოწონება მოსთხოვა.

„მაგაზე არ ვაკეთებ კომენტარს. ეგრე მიმაჩნია სწორად. საერთოდ არ ვაკეთებ კომენტარს,“-ამბობს გოგინაშვილი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები