ქალი თავის ნამდვილ სიყვარულზე, ზომბის თოჯინაზე და...
ქალი ზომბის თოჯინაზე დაქორწინდა. როგორც თავად ამბობს, თოჯინა მისი ნამდვილი სიყვარულია. საქორწინო ცერემონია ღია სივრცეში გადაიხადეს და მეგობრები დაპატიჟეს. ქორწილში სხვა ზომბებიც იყვნენ მიწ...
|
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის განცხადებით, ამერიკა ევროკავშირის მთავარ მოკავშირედ რჩება, მიუხედავად იმ უთანხმოებებისა, რომელიც რეალურად არსებობს. განცხადება დღეს ვენაში გამართულ კონფერენციაზე გაკეთდა, სადაც ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ორდღიანი არაოფიციალური შეხვედრა იმართება.
“ჩვენ ვისაუბრეთ ტრანსატლანტიკური ურთიერთობების შესახებ და ყველა მინისტრი ერთხმად აღნიშნავდა, რომ ამერიკა იყო, არის და იქნება ჩვენი მთავარი მოკავშირე, მიუხედავად იმ უთანხმოებებისა, რომლებიც ჩვენს შორის წარმოიშვა.” – განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ.
რამდენიმე ხნით ადრე საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ამერიკას სასტიკი ბრალდებები წაუყენა.
“ამერიკის ეჭვებმა ნატოს მომავალთან დაკავშირებით, ცალმხრივმა და აგრესიულმა სავაჭრო პოლიტიკამ, რამაც ჩინეთთან სავაჭრო ომის მდგომარეობა შექმნა, ამერიკის მხრიდან ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ შეთანხმების დატოვებამ კრიზისი წარმოქმნა, რაც შტატების ახალი პოლიტიკის შედეგია.”- განაცხადა მაკრონმა.
მოგერინიმ ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირი და ნატო თავდაცვის საკითხებთან დაკავშირებით ურთიერთთანამშრომლობას აძლიერებენ.
ქალი ზომბის თოჯინაზე დაქორწინდა. როგორც თავად ამბობს, თოჯინა მისი ნამდვილი სიყვარულია. საქორწინო ცერემონია ღია სივრცეში გადაიხადეს და მეგობრები დაპატიჟეს. ქორწილში სხვა ზომბებიც იყვნენ მიწ...
მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი და ცნობილი დიზაინერი კარლ ლაგერფილდი 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. დიზაინერი რამდენიმე კვირა ავადმყოფობდა. ის პარიზში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა. დიზა...
საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატამ ტერმინების „დედა“ და „მამა“, ტერმინებით „მშობელი 1“ და „მშობელი 2“-ით შეცვლას მხარი დაუჭირა.ცვლილება იყო განათლების ახალი კანონპროექტის შესწორების ნაწილი, რომელთა...
110 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ბუგატის ლიმიტირებული ავტომობილები გამოუშვეს. ფრანგული ბუგატი chiron სპორტი სულ 20 ერთეული გაიყიდება. მისი სახელწოდებაა "110 ans Bugatti".ლურჯი, თეთრი და წითელი - სწორ...
ბელგიის ქალაქ ანტვერპენში ბანკის ფილიალის გაძარცვაში ეჭვმიტანილი 27 წლის ქართველი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ ბელგიური მედია ავრცელებს.დაკავებული წარმოშობით ქართველი, ბელგიის მოქალაქეა. მას სას...
კრისტიან დიორის გამოფენა სახელწოდებით "ოცნების დიზაინერი" ლონდონში Victoria and Albert მუზეუმში გაიხსნა. გამოფენა 14 ივლისამდე გაგრძელდება. აქ წარმოდგენილია 500 ნივთი, კაბები, ...
Bloomberg-ის ცნობით, ვენესეულეას პრეზიდენტის ნიკოლას მადუროს თხოვნა, დაუბრუნდეს ქვეყანას მათი კუთვნილი ოქროს ზოდები, „ინგლისის ბანკმა“ არ დააკმაყოფილა. საუბარია ოქროს ზოდებზ...
თებერვალი 2019 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
![]() ![]() ![]() ![]() | |||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები