1 4 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ლუდი ყველასთვის საყვარელი და ჯანსაღი სასმელია

როდესაც  კრაფტ ლუდის სტერეოტიპული მოყვარულის შესახებ ფიქრობ, წარმოიდგენ რბილ წვერსა და მომრგვალებულ მუცელს... მაგრამ კვლევებმა გვიჩვენა, რომ   ახლა  უკვე, ამ სურათს შეგიძლია კარგი ჯანმრთელობაც დაამატო.

ცნობისათვის, კრაფტ ლუდი- ეს არის ლუდი, რომელსაც პატარა კერძო ლუდსახარშები აწარმოებენ, რომლებიც იცავენ ლუდის ხარშვის ტრადიციულ რეცეპტებს, ხოლო ტერმინი კრაფტ ლუდის ხარშვა  21 საუკუნეში შეთავაზებული ამერიკის ლუდსახარშების გაერთიანების მიერ იქნა შემოღებული.

კალიფორნიის პოლიტექნიკური სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის მაიკ მაკკალოს და რიჩარდ ვოლპის მიერ, ბოლო დროს ჩატარებული კვლევის თანახმად, კრაფტ ლუდი და არა მხოლოდ ამ სახის ლუდი, ღვინის შემდეგ, ყველაზე ჯანსაღი რამ არის.

მაკკალო ამტკიცებს, რომ მანამ, სანამ რაღაც პოეტურ ამბებს ისმენდით ანტიოქსიდანტებისა და გულის ჯანმრთელობის შესახებ, აღმოჩნდა, რომ კრაფტ ლუდის მოყვარულებს აქვთ მიზეზი, რომ პასუხის გაცემა ასე დაიწყონ, "იცით, სინამდვილეში..."

"ყველამ ვიცით, რომ ერთი ჭიქა ღვინო კარგია, თუმცა აღმოჩნდა, რომ ერთი პიტნა კრაფტ ლუდი უკეთესია, ვინაიდან მასში ბევრი კარგი რამ არის", - ამბობს მაკკალო.

ეს კარგი რაღაცები კი მოიცავს ნიაცინს, ვიტამინ B3-ს და ლუდის საფუარს, რომელიც ცნობილია იმით, რომ ქოლესტერინის დონეს ამცირებს. მაკკალო და ვოლპი პირველები არ არიან, რომლებმაც აღმოაჩინეს, რომ ლუდს ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ბენეფიტებიც ჰქონია.

რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ღამით, სამსახურის მერე შეგიძლია 6 შეკვრა ლუდი  დალიო ყოველდღიურად. ლუდის დღიური, იდეალური მოხმარება 20-დან 39,9 გრამამდეა, რაც დაახლოებით 1.43-დან 2.85 ჭიქის ტოლია... და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - ყველა ლუდი თანაბარ პირობებში არ იქმნება.

კვლევის თანახმად, ისეთი მსხვილი კორპორაციები, როგორიცაა Anheuser-Busch InBev, Molson Coors, Constellation Brands და Heineken-ი, შეთანხმდნენ, რომ 2020 წლისთვის ეტიკეტზე დატანილი იქნება პროდუქტის შემადგენლობა - საკვები ნივთიერებები და ენერგეტიკული ღირებულება, თუმცა ეს ინფორმაცია ფოკუსირებული იქნება კალორიებზე, ნახშირწყლებზე, ცილაზე და ცხიმის შემცველობაზე და არა ვიტამინებზე, ან მინერალებზე.

ნიშნავს კი ეს იმას, რომ შეგიძლია დალიო ორი ბოთლით მეტი მოხარშული, გაუფილტრავი, ადგილობრივი ლუდი, რომელიც ფერმეტაციით მზადდება? ვინ იცის... მაგრამ სხვა თუ არაფერი, ამ კვლევის მერე უფრო დადებითად განეწყობით ლუდის მიმართ! 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...