1 5 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

დონალდ ტრამპისა და და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა შედგა

ჩამოტვირთვა

დონალდ  ტრამპი და ვლადიმერ პუტინი ერთმანეთს ფინეთის პრეზიდენტის სასახლეში შეხვდნენ. 

აშშ-სა და რუსეთის სახელმწიფოების მეთაურები ერთმანეთს პირისპირ შეხვდნენ, დახურული შეხვედრა 90 წუთის განმავლობაში გაგრძლედა.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ „დადგა დრო, ორმხრივ ურთიერთობებში არსებულ პრობლემებზე ისაუბრონ“.

ტრამპმა კი დღეს დილით განცხადებაში აღნიშნა "ჩვენი ურთიერთობა რუსეთთან არასდროს ყოფილა ამაზე უფრო ცუდი. "

საჯარო შეხვედრის დროს აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინს მსოფლიო ჩემპიონატის კარგად ჩატარება მიულოცა.

„მინდა მოგილოცოთ მსოფლიო ჩემპიონატის კარგად ჩატარება. ის ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ჩვენ დღეს ძალიან ბევრი საკითხი უნდა განვიხილოთ. ჩვენს ქვეყნებს დიდი შესაძლებლობები აქვთ ურთიერთობები დაალაგონ. როგორც ვამბობდი, რუსეთთან ურთიერთობის დალაგება კარგი რამეა“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები