0 2 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"თეონამ არც კი იცის, რომ ქმარ-შვილი აღარ ჰყავს.." - ვინ იყო 24 წლის ბიჭი, ვინც ჩვილ შვილებთან ერთად ავარიას ემსხვერპლა

"მიმი ბავშვების გამო ისე ღელავდა, გოგონები სავადმყოფოდან რომ გამოიყვანეს, სულ ჩახუტებული დაჰყავდა" 

ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე მომხდარმა ავტოკატასტროფამ, რა დროსაც მამა და 6 თვის ტყუპი გოგონები დაიღუპნენ, მთელი ქვეყანა შოკში ჩააგდო. უკიდირესად სავალალოა ქვეყანაში ავტოკატასტროფების სტატისტიკა, ასევე ავარიების შედაგად გარდაცვლილ ბავშვთა რიცხვი. ტრაგედია ჩაქვის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. მომხდარის გამოძიება სისხლის სამართლის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობისას უსაფრთხოების წესების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. ავტოკატასტროფის შესახებ ოჯახის ერთ-ერთი ახლობელი გვესაუბრება:

უდიდესი უბედურება დატრიალდა ჩვენ თავს. ვისაც ეს ოჯახი არ უნახავს, ვერ წარმოიდგენს, როგორ უყვარდათ, როგორ ეფერებდნენ ერთმანეთს, რა სასოებით ელოდნენ ამ ბავშვებს, რა დიდხანს არჩევდნენ მათ სახელებს - სესილისა და ნინის... ახლა კი ყველაფერი დამთავრდა, ყველაფერი გაქრა.

- გავრცელებული ინფორმაციით, ტრაგედია სატვირთო ტრაილერისა და მსუბუქი ავტომანქანის შეჯახების გამო დატრიალდა, რომელითაც ხუთი ადამიანი მგზგავრობდა. ავტოკატასტროფისას კი საჭესთან გარდაცვლილი ჩვილების მამა იჯდა. 

- მსუბუქ ავტომანქანში ნამდვილად ხუთი ადამიანი იყო: 25 წლის თეონა იაკობაძე და ამავე ასაკის მისი მეუღლე, მიმო ივანიაძე და მათი ტყუპი გოგონები -  ორივე ცალ-ცალკე ეტლით. მანქანაში ასევე იყო, თეონას მამა მერაბ იაკობაძე. სწორედ ის იჯდა საჭესთან და არა მიმი. მერაბს ბათუმიდან, საკუთარი სახლიდან სიძე-ქალიშვილი და შვილიშვილები სოფელში, კერძოდ, ოზურგეთის სოფელ ლაითურში მიჰყავდა დასასვენებლად. ეს არის ახალგაზრდა, 47 წლის სრულიად გაწონასწორებელი ადამიანი, ის ნასვამი არ მჯდარა საჭესთან, როგორც გაავრცელეს ინფორმაცია, ეს ექსპერტიზამაც დაადასტურა. ამ ეტაპზე ზუსტად არავინ იცის, რა მოხდა, გამოძიებენ ყველაფერს, იმედია, ფაქტია, რომ მძღოლებმა შესაბამისი სიფრთხილე ვერ გამოიჩინეს... 

- ბავშვების დედა როგორ არის?- ფიზიკურად თითქოს არა უშავს, მას შედარებით მსუბუქი დაზიანებები ჰქონდა და მხოლოდ ლავიწის ძვლის ოპერაცია დასჭირდა. მიმი კი მანქანის იმ მხარეს იჯდა, რომელმაც ყველაზე დიდი დარტყმა მიიღო და ფორმაც დაკარგა. ბავშვებიც საშინლად დაზიანდნენ. საავადმყოფომდე ცოცხლები კი მიიყვანეს, მაგრამ ექიმებმა მათი გადარჩენა ვეღარ შეძლეს, ეს შეუძლებელი იყოს. ადამიანი ყველაფერს იტანს, მაგრამ თეონას ამის გადატანა ძალიან გაუჭირდება.… ჯერჯერობით არც კი იცის, რომ ქმარ-შვილი აღარ ჰყავს... მას და მამამისს ექიმები დამამშვიდებელ წამლებს ასმევენ, მაგრამ სულ ასე ხომ არ იქნება...

მან დაკარგა ის, რითაც არსებობდა და სუნთქვადა. მიმისთანა ბიჭი იშვიათობაა, - გარდაცვლილ ადამიანზე ყოველთვის ამას ამბობენ, მაგრამ ის მართლა სიკეთის განსახიერება იყო. მიმი სამტრედიელია. ბათუმში მუშაობდა და ასე გაიცნო თეონა, ერთმანეთი ძალიან უყვარდათ... პატარები შვიდთვიანები დაიბადნენ, ძალიან სუსტები იყვნენ და კარგა ხანს იყვნენ საავადმყოფოში, ამ დროში მიმი ისე ღელავდა, ვერ წყნარებოდა, გოგონები რომ გამოიყვანეს, სულ ჩახუტებული დაჰყავდა. ახლა ეს ყველაფერი გაქრა და წაიშალა, განა ამ უბედურების ნუგეში სადმე არსებობს?!

kvirispalitra.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...