0 9 : 4 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

HUAWEI P20 Lite - დახვეწილი დიზაინის ახალი კოლექცია

მობილური ტელეფონების ტოპ მწარმოებლები აგრძელებენ პირველობისთვის ბრძოლას და მომხმარებელს ახალ უნიკალურ სმარტფონებს სთავაზობენ, რომლებიც სხვადასხვა ფუნქციურ თუ დიზაინურ მაჩვენებლებთან ერთად, კიდევ უფრო თანამედროვე, ინოვაციური და მომხიბვლელია. მომხმარებელთა რჩეულია მულტიფუნქციური სმარტფონების მწარმოებელი HUAWEI. ბრენდის განსაკუთრებული წარმატება P სერიის მოდელებმა განაპირობეს.

სულ ახლახანს, მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი გახდა HUAWEI P20 Lite, რომლის გამოჩენემაც მსოფლიოს სმარტფონების ბაზარზე ექსპერტები და სმარტფონებს მოყვარულები აალაპარაკა. ბიუჯეტური კლასის სმარტფონი უკვე ჩვენს ხელთაა. HUAWEI P20 Lite წარმოადგენს, საშუალობიუჯეტიან სმარტფონთა კლასს, რომელიც მთლიანად ეხმაურება 2018 წლის მოთხოვნებს, როგორიცაა: 19:9 ეკრანი, მაღალი ხარისხის მქონე ორმაგი კამერა, გაზრდილი შიდა მეხსიერება და სხვა. ერთი სიტყვით, HUAWEI P20 Lite ხელმისაწვდომი ფასითა და 2018 წლის ტრენდული ფუნქციებით გამოირჩევა. ამასთან, ის არის კომპაქტური და დიზიანის მხრივ გამორჩეული. 

სმარტფონის ეკრანის გასაუმჯობესებლად და გასაძლიერებლად, ინჟინრებმა და დიზიანერებმა ძალიან დიდი დრო დახარჯეს. ექსპერტების გათვლებით, მათ მიერ დასახული მიზანი მიღწეულია - მოდელს გააჩნია ყველა საჭირო ფუნქცია და ამასთან, სრულყოფილი ვიზუალური მხარე, რაც მომხმარებელს თავს კომფორტულად და თავდაჯერებულად აგრძნობინებს.

სმარტფონის დეტალური ტექნიკური მახასიათებლები კი, ასე გამოიყურება:

• 5.84 ინჩიანი 19:9 ფორმატის, 2280×1080 გაფართოების მქონე TFT LCD ეკრანი
• 2.38 და 1.7 გიგაჰერციანი HiSilicon Kirin 659 პროცესორი, Mali-T830MP2 გრაფიკული პროცესორი
• 64GB შიდა მეხსიერება და 4GB ოპერატიული მეხსიერება
• 16 მეგაპიქსელიანი მთავარი და 2 მეგაპიქსელიანი სივრცის აღმქმელი კამერა, 16 მეგაპიქსელიანი წინა კამერა
• უახლესი EMUI 8.0 სამომხმარებლო ინტერფეისი, რომელიც ანდროიდ 8.0-ზეა დაფუძნებული.

მნიშვნელოვანია, რომ სმარტფონს აქვს 4 ძირითადი ფერი, რომელიც მომხმარებელთა ინდივიდუალურ გემოვნებას აკმაყოფილებს: ელექტრო ლურჯი, საკურას ყვავილისფერი, შავი, ოქროსფერი.

ყველასთვის ცნობილია, რომ მაღალი ხარისხის ვიდეოები და სურათები დიდ ადგილს იკავებს და სმარტფონის მეხსიერებაც მალე ივსება, ეს განსაკუთრებით სხვა ბრენდების მომხმარებლებს აწუხებთ. აღნიშნული სმარტფონის შემთხვევაში კი სიტუაცია სრულიად სხვაგვარადაა, ვინაიდან 64GB შიდა მეხსიერება სსაკმარისია ხანგრძლივი მოხმარებისათვის.

და მაინც, ვისთვისაა HUAWEI P20 Lite? - ეს სმარტფონი არის მათთვის ვისაც სურს 2018 წლის თანამედროვე დიზაინისა და კარგი კამერის მქონე მოწყობილობა. HUAWEI P20 Lite არის მათთვის, ვისთვისაც ბედნიერება წვრილმანებშია.

HUAWEi-ის პროდუქტები და სერვისები ხელმისაწვდომია 170-ზე მეტ ქვეყანაში და გამოიყენება მსოფლიოს მოსახლეობის მესამედის მიერ. 2015 წლის მონაცემებით, მსოფლიო მასშტაბით, სმარტფონების ბაზარზე კომპანია მესამე ადგილზეა. აშშ-ში, გერმანიაში, შვედეთში, რუსეთში, ინდოეთსა და ჩინეთში თექვსმეტი კვლევისა და განვითარების ცენტრი მოქმედებს. HUAWEI Consumer BG არის ჰუავეის სამი ბიზნეს ერთეულიდან ერთ-ერთი, მათ ძირითად მიმართულებას სმარტფონების, პერსონალური კომპიუტერების, ტაბლეტებისა და ქლაუდ სერვისების წარმოება წარმოადგენს. 
 
HUAWEI-ის გლობალური ქსელი ეყრდნობა ტელეკომუნიკაციის ბიზნესში 20 წლიან გამოცდილოებას და ემსახურება მომხმარებლისთვის ინოვაციური ტექნოლოგიების შეთავაზებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...