2 2 : 0 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„ქალის გაუპატიურება სდომებია და ქმართან დაპირისპირება მოუვიდა – ვინ წარმოიდგენდა, რომ ეს ლაწირაკი ამას ჩაიდენდა“

„ბავშვი დაუმარხავს და ამდენი ხანი ზუსტ ადგილს ვეღარ იხსენებდა. სოფელი აღშფოთებულია. პოლიციას უნდა, რომ ეს არაკაცი ხეობიდან გააპაროს. ბრალიც უღიარებია და დახოცილი ცოლ-ქმრის ადგილი თავადვე აჩვენა”, – აცახდებენ „რეზონანსთან” სოფელ წკერის მაცხოვრებლები, ხადას ხეობაში მოკლული ამერიკელი ოჯახის შესახებ.

პოლიციამ ხადას ხეობაში მოკლული 4 წლის გოგონას საფლავს მიაგნო. ადგილობრივები „რეზონანსთან” ყვებიან, რომ მისი ადგილსამყოფელი თავად ოჯახის ამოწყვეტაში ბრალდებულმა მწყემსმა მიუთითა. ის პოლიციას დაკავებული ჰყავს, რომელმაც ბრალი უკვე აღიარა და ცოლ-ქმრის დახოცვის მოტივიც დაასახელა. დუშეთის მერის, ზურაბ სეხნიაშვილის განცხადებით, ის სავარაუდოდ თოფით არის მოკლული.

თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროში ჯერ კიდევ არ ადასტურებენ ინფორმაციას, რომ ამერიკელი წყვილის დახოცვაში ბრალდებული მწყემსი დაკავებულია.

მოსახლეობა იმასაც ამბობს, რომ პოლიცია შეგნებულად არ აცხადებს, რომ მწყემსმა დანაშაული აღიარა, რადგანაც ხეობიდან მისი უსაფრთხოდ გაყვანა უნდათ. ადგილობრივები ამ სასტიკი მკვლელობის გამო აღშფოთებულია და ხეობიდან მისი გაშვების წინააღმდეეგები არიან.

სმიტების ოჯახი 6 ივნისს სოფელ წკერეში ჩავიდა და იმავე დღეს ხადას ხეობის დასალაშქრად გავიდა. რამდენიმე საათში ამერიკის მოქალაქეებთან კომუნიკაცია შეწყდა. მათ ვერც მეგობრები და ვერც ოჯახის წევრები უკავშირდებოდნენ. სმიტების დაკარგვის შესახებ 112-ში მათმა მეგობრებმა დარეკეს.

40 წლის ქალის ხადას ხეობაში ჩანჩქერთან იპოვეს. გვამის ნაპირზე გამოტანის შემდეგ, ხეობაში შესულმა სამაშველო სამსახურმა, ქალის ცხედრიდან 20 მეტრში მისივე ქმრის ცხედარიც აღმოაჩინა. გარდაცვლილი ცოლ-ქმარი ამერიკის და საქართველოს მოქალაქეები არიან.

ადგილობრივებმა ისინი ბოლოს 19 წლის მწყემსთან ერთად ნახეს, რომელიც მათ ჩანჩქერისკენ მიაცილებდა. წყვილის კვალიც სწორედაც, რომ ჩანჩქერის შემდეგ იკარგება. ახალგაზრდა მწყემსი ხადას ხეობიდან არ არის და ის ლენინგორელია, რომელიც ერთ-ერთ ფერმერს დაქირავებული ჰყავდა.

„არ ვიცით რა უნდა ვთქვათ, შოკირებული ვართ. ჩვენს ხეობაში სულ ტურისტები დადიან და ასეთი საშინელება არავის ახსოვს. პოლიციამ ცოლ-ქმრის გაუჩინარების თანავე მწყემსი დაკითხვაზე გადაიყვანა. თავიდან არვის სჯეროდა, რომ ეს დანაშაული მისი ჩადენილი იყო. თუმცა უღიარებია და როგორც ცოლ-ქმრის დახოცვის ადგილი, ასევე ბავშვის საფლავის სავარაუდო, ტერიტორია დაასახელა. ეტყობა ზუსტად აღარ ახსოვდა და მაშველები ამდენი ხანი იმიტომ ეძებდნენ. ვინ წარმოიდგენდა, რომ ეს ლაწირაკი ამას ჩაიდენდა. დაუჯერებელია, რომ მარტო მოქმედებდა. შესაძლოა თანამზრახველებიც ჰყავს. ის მარტო ამდენს ვერ შეძლებდა. თუ ნამდვილად ისაა საერთოდ დამნაშავე.

ჯერ ქმარი მოუკლავს, ეტყობა ცოლი გაიქცა და გზაზე დაეწია. ასე ხელით თავად ვერ ჩაიტანდა ჩანჩქერამდე. ქალის გაუპატიურება სდომებია და მის ქმართან ფიზიკური დაპირისპირება მოუვიდა. არ ვიცი, ეს ლაწირაკი ორ ადამიანს როგორ მოერია. მე არ მინახავს გვამები, მაგრამ ჩემმა მეზობელმა რომლემაც ნახა, თქვა, რომ ქალსაც და კაცსაც ძალადობის ნიშნები ჰქონდათ. კაცს არაფერი ეცვა. შემოხეულივით ჰქონდა ტანზე ყველაფერი. ქალსაც სახეზე და ყელზე დაზიანებები ჰქონდა. ხეობაში ხალხი გაგიჟებულია. პოლიციას უნდა რომ აქედან გააპაროს, ამიტომაც მის დაკავებას ჯერჯერობით არ ადასტურებს”,-განაცხადა „რეზონანსთან” სოფელ წკერეს მცხოვრებმა.

„რეზონანსს” ერთ-ერთი მაშველი, რომელიც ხადას ხეობაში სამაშველო პროცესშია ჩართული, უდასტურებს, რომ გოგონას საფლავი იქვე ჩანჩქერთან არის ნაპოვნი, სადაც გარდაცვლილი ცოლ-ქმარი ოპოვეს. მაშველის განცხადებით, საფლავის თაობაზე ინფორმაცია პოლიციას დაკავებულმა მწყემსა მიაწოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ოფიაციალურ განცხადებაში აღნიშნავდა, რომ პირველადი დათვალიერებით, არცერთ გარდაცვლილს ძალადობის ნიშნები არ აღენიშნებოდა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

“რეზონანსი”

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...