2 1 : 1 0
 | 

მსოფლიო

გენგეგმის მიხედვით, ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე პარკი უნდა მოეწყოს

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა ელიავას ბაზრობას და მიმდებარე ტერიტორიას საქალაქო მნიშვნელობის პარკის მოწყობის პოტენციურ არეალად განიხილავს. 

როგორც თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაშია ნათქვამი, უკანასკნელი ორი ათწლეულის მანძილზე ქალაქის ცენტრში, მდინარე მტკვრის ნაპირას ჩამოყალიბებული ელიავას ბაზრობა და მიმდებარე განვითარებები საფრთხეს უქმნის მოსახლეობის ჯანმრთელობას და იწვევს არსებული საცხოვრებელი და ბუნებრივი გარემოს დეგრადირებას. 

„ამ ტერიტორიაზე არსებული ობიექტები მოცემულ სექტორზე ქალაქის საგზაო ქსელის მნიშვნელოვანი და არამიზანშეწონილი გადატვირთვის მიზეზი ხდება. თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის კონცეფციით აღიარებული განვითარებითი მიმართულებების თანხმად, აუცილებელია მოცემული ტერიტორიის ეკოლოგიური და სარეკრეაციო პოტენციალის გააზრება და არეალზე შესაბამისი საქალაქო განვითარებების დაგეგმვა. განლაგების გათვალისწინებით ტერიტორია მოიაზრება საქალაქო მნიშვნელობის პარკის მოწყობის პოტენციურ არეალად. საპროექტო მასალის შემუშავების გადაუდებლობა გამოწვეულია ტერიტორიის მიმდინარე დაბინძურებასთან დაკავშირებული საფრთხეებითა და მაღალი სამშენებლო ინტერესით“, - ნათქვამია გენერალურ გეგმაში.

თბილისის მერიამ მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა დასამტკიცებლად საკრებულოს გუშინ გადაუგზავნა. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 22:56

    ემილია კლარკი კვდება? - რა დაემართა „სამეფო კარის ...

    ემილია კლარკი სიმსივნეს ებრძოდა.  32  წლის მსახიობი ტვინის ანევრიზმით კინაღამ მოკვდა - ამის შესახებ  „სამეფო კარის თამაშების“  მსახიობმა ჟურნალისტებს თავად განუცხადა. "ასეთი შეშინ...

  • 14:15

    ჩინეთის ქიმიურ ქარხანაში აფეთქების შედეგად დაღუპულ...

    ჩინეთში ქიმიურ ქარხანაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 47-მდე გაიზარდა. შემთხვევა ქვეყნის აღმოსავლეთ რეგიონში მოხდა. აფეთქებამ ორი მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგები გამოწვია.ს...

  • 17:44

    ნურსულთან ნაზარბაევი გადადგა...

    ყაზახეთის პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი თანამდებობას ტოვებს. გადადგომის შესახებ მან განცხადება უკვე გააკეთა. ნაზარბაევის თქმით, ის უბრალოდ დაიღალა.ყაზახეთის პრეზიდენტის მოვალეობას არჩევნებამდე ...

  • 18:07

    საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რუსეთი 22:6 დაამარც...

    საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეხუთე შეხვედრაში რუსეთის გუნდი კრასნოდარში 22:6 დაამარცხა. "ბორჯღალოსნებმა" რუსებს 3 ლელო დაუდეს. ამ მოგებით მილტონ ჰ...

  • 12:05

    ახალ ზელანდიაში, მეჩეთებზე თავდამსხმელის იარაღზე...

    ახალ ზელანდიაში, ქალაქ ქრაისთჩერჩში, ხალხით სავსე ორ მეჩეთში ცეცხლი გახსნეს, არიან დაღუპულები.„დეილი მეილი“ მ გაავრცელა  სურათი, სადაც ერთ-ერთი დაკავებულის იარაღზე დაწერილი იყო სხვადასხვა სახელებ...

  • 10:59

    აშშ-ს სახელმწიფო მდივანი: "ვაშინგტონს არც სურს, რო...

    ვაშინგტონს არც სურს, რომ ამერიკის მოკავშირეები ევროპაში, „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის მშენებლობის შედეგად, რუსულ გაზზე გახდნენ დამოკიდებული, - ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხ...

  • 13:33

    65 წლის მილიარდერი სასქესო ორგანოს გადიდების ოპერა...

    ბელგიელი, ალმასით მოვაჭრე მილიარდერი სასქესო ორგანოს გადიდების ოპერაციის დროს გარდაიცვალა. ეჰუდ არი ლანიადო 65 წლის იყო. სპეციალურად ამ ოპერაციისთვის ის პარიზის ერთ-ერთ კლინიკაში გაემგზავრა. [I=...

×