1 6 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"მარგველაშვილი არის აბსოლუტური ლაჩარი... თუ ელემენტარული ვაჟკაცობა აქვს, დამიბრუნოს საქართველოს მოქალაქეობა" - სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტს მიმართავს და მოქალაქეობის დაბრუნებას ითხოვს. განცხადება საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, გადაცემა "კვირის აქცენტებში" გააკეთა.

სააკაშვილის თქმით, მას ქვეყანაში დაბრუნებისა და არჩევნებში მონაწილეობის უფლება უნდა მიეცეს."ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა იმ დარღვევებზე ისაუბრა, რომელიც მისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევის პროცესში დაფიქსირდა.


„მარგველაშვილი არის აბსოლუტური ლაჩარი, იმიტომ, რომ ჯერ ჩამომართვა მოქალაქეობა. თუ ელემენტარული ვაჟკაცობა აქვს, თუ ელემენტარული რაღაც მაინც აქვს გატოკებული დამიბრუნოს საქართველოს მოქალაქეობა. 

მათ მომისაჯეს სასჯელები, მათ ამიკრძალეს პოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილეობა.სამწუხაროდ არასამთავრობო ორგანიზაციები გაიყუჩნენ. სად არის ეს ხალხი, რატომ არ იღებს ხმას, რომ ქართული სახელმწიფოს დამფუძნებელს არ უშვებენ საქართველოში. რატომ არ იღებენ იმაზე ხმას, რომ არ მაძლევენ უფლებას არჩევნებში მონაწილეობის. 

რატომ არ იღებენ ხმას იმ დარღვევებზე, რომელიც მოქალაქეობის ჩამორთმევისას იყო გაკეთებული. ეს არის სამართალი? ეს არის ობიექტურობა?ჩემს და ქართველ ხალხს შორის ვერ იქნება ვერც ივანიშვილის ფილტრი, ვერც წულუკიანის ფილტრი, ვერც არასამთავრობოების ფილტრი. გაიწიონ ყველა. არაფერი არ მაქვს ცარიელი ხელების და ჩემი რეპუტაციის გარდა. შემომიშვით საქართველოში და განახებთ ვისი ეშინიათ და ვისით დააშინებენ ხალხს,“-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...