0 1 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

სვანეთის ქუჩაზე გარდაცვლილი მამაკაცი იპოვეს

ჩამოტვირთვა

სვანეთის ქუჩაზე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილი ძაღლების ყოფილი თავშესაფრის ნანგრევებში ნახეს. მომხდარის შესახებ ვრცელდება ორი ვერსია - ერთის მიხედვით მამაკაცის ცხედარი დასახიჩრებულია და მას კიდურები არ აქვს, თუმცა ამ ინფორმაციას შსს არ ადასტურებს. საუბარია იმაზეც, რომ ცხედარი მთის ზემოთ არსებული სასაფლაოდან ჩამოშლილ მიწის ნაშალს ჩამოჰყვა. 

ერთ-ერთი ობიექტის მშენებლობაზე დასაქმებული მუშები ამბობენ, რომ ცხედარი გამვლელმა შემთხვევით იპოვა.

„ამ ობიექტზე ვმუშაობდით და ზემოთ ვიღაც ბიჭებმა დაინახეს მკვდარი ასვენიაო. გაიარა შემთხვევით და დაინახა შემთხვევით. ვარაუდობენ, რომ სასაფლაო ჩამოიშალა ზევიდან და იქიდან არის გადმოვარდნილი,“-განაცხადა ერთ-ერთმა თვითმხილველმა.

ამ დროისთვის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. მამაკაცის ვინაობა ჯერჯერობით დაუდგენელია. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები