2 1 : 1 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ლევან გორგაძემ ყველა დროის საუკეთესო სუმოისტი დაამარცხა - კომენტატორებებმა პირდაპირ ეთერში ყველა გაახალისა

ჩამოტვირთვა

დღეს, ნაცუ ბაშოს ტრადიციული ტურნირის მეთორმეტე საშეჯიბრო დღე გაიმართა და ლევან გორგაძემ, ტოჩინოშინმა 40-გზის ჩემპიონი დაამარცხა. 

ტოჩინოშინის მეტოქე 40-გზის ჩემპიონი იოკუძუნა ჰაკუჰო იყო, რომელთანაც ქართველს შეხვედრებში უარყოფითი ბალანსი 0:25-ზე ჰქონდა. 

ლევან გორგაძეს 12 შეხვედრის შემდეგ ბალანსი 12:0-ზე აქვს და მთავარი კანდიდატია იმპერატორის თასის მოგების.

სხვა ლიდერთა სია ასე გამოიყურება: იოკუძუნა კაკარიუ - 11 გამარჯვება და 1 მარცხი, იოკუძუნა ჰაკუჰო - 10 გამარჯვება 2 მარცხი.

ხვალ ტოჩინოშინის მეტოქე მეოთხე მაეგაშირა იაპონელი შოდაი იქნება, რომელთანაც ქართველს დადებითი ბალანსი 5:3-ზე აქვს. შოდაიმ ამ ბაშოზე 7 შეხვედრა მოიგო და 5 წააგო.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები