1 8 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"ეს არის ბრძოლა სიმართლისთვის და კომპრომისი არ იქნება" - პროცესი სტრასბურგში

ჩამოტვირთვა

საქართველო რუსეთის წინააღმდეგ, საქმე #2 -  სტრასბურგში ისტორიული პროცესი მიმდინარეობს. ადმიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის განხილვას ასრულებს.

აგვისტოს ომიდან ათი წლის შემდეგ ქვეყანა უპრეცედენტო გადაწყვეტილების მოლოდინშია. დღეს სტრასბურგის სასამართლო გადაწყვეტილების მისაღებად გავა, თუმცა მანამდე მხარეთა არგუმენტებს მოისმენს.

ამ წუთებში თავის პოზიციას აფიქსირებს ქართული მხარე. სხდომა საქართველოს სახელმწიფოს ადვოკატის ბრიტანელი ბენ ემერსონის გამოსვლით დაიწყო. 

საქართველოს ხელისუფლებას იუსტიციის სამინისტრო ორ ბრიტანელ ადვოკატთან ერთად წარმოადგენს. საქართველომ 700-ზე მეტი მტკიცებულება წარმოადგინა.

„ვამახვილებთ ყურადღებას ყველა ძირითად მტკიცებულებაზე. ჩვენი პასუხი იმ დანაშაულზე, რომელიც ჩადენილ იქნა 2008 წლის ომის დროს არის სამართლებრივი. შეუძლებელია სხვა იყოს, იმიტომ რომ ჩვენ სამართლებრივი და დემოკრატიული ღირებულებების სახელმწიფო ვართ.

"ეს არის ბრძოლა სიმართლისთვის და ამ ბრძოლაში კომპრომისი არ იქნება“-განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძემ.

პროცესს სტუმრის სტატუსით ესწრება სტრასბურგში საქართველოდან ყოფილი მოსამართლე ნონა წოწერია. სწორედ მისი მოსამართლეობის დროს სტრასბურგში შეიტანა ქართულმა მხარემ რუსეთის წინააღმდეგ სარჩელი.

„დღევანდელი დღე ნამდვილად ისტორიულია, დიდი გამოწვევის წინაშე არის სასამართლო, იმიტომ რომ საქმე კომპლექსური და რთულია. დარწმუნებული ვარ, რომ ამ გამოწვევას სასამართლო ისევე ღირსეულად გაუმკლავდება, როგორც ყველა იმ გამოწვევას, რომელიც ამ სასამართლოს წინაშე როდესმე მდგარა“-განაცხადა ნონა წოწრიამ.

სტრასბურგის სასამართლოში, ისტორიულ პროცესზე დასასწრებად სტუდენტები და ქართველი ექსპერტებიც იმყოფებიან.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები