0 7 : 0 3
 | 

მსოფლიო

საქორწილო ფიცი და ბეჭდების გაცვლა სამეფო ოჯახში - დღის ყველაზე ამაღელვებელი მომენტი

ჩამოტვირთვა

პრინცი ჰარი და მეგან მარკლი დაქორწინდნენ. ჯვრისწერის ცერემონია უინძორის სასახლის წმინდა გიორგის სამლოცველოში გაიმართა. წყვილს ჯვარი კენტერბერის არქიეპისკოპოსმა დაწერა. 

ცერემონიას 800-მდე სტუმარი ესწრებოდა, მათ შორის იყვნენ სამეფო ოჯახის წევრები, მეგან მარკლის კოლეგები, კეიტ მიდლტონის და პრინცესა დიანას ნათესავები, ასევე, ამერიკელი ტელეწამყვანი ოპრა უინფრი, მსახიობი იდრის ელბა და ჯორჯ კლუნი, ელტონ ჯონი, ჩოგბურთელი სერენა უილიამსი,  ვიქტორია და დევიდ ბექჰემები. მეგან მარკლის საქორწინო კაბა ფრანგულ მოდის სახლს ეკუთვნის. 

კაბაზე "ჟივანშის" კრეატიულმა დირექტორმა კლერ უეიტ კელერმა იზრუნა. დღესვე ცნობილი გახდა, რომ პრინცის მეუღლე მეგან მარკლი სასექსის ჰერცოგინია გახდა. შესაბამისი განკარგულება დედოფალმა გამოსცა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები