0 2 : 1 2
 | 

მსოფლიო

,,სპორტულ აქტივობებში ჩართულთა რაოდენობა სამ წელში უნდა გავაორმაგოთ"- პრემიერის სპეციალური განცხადება

ჩამოტვირთვა

„გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება და შესაბამისი ინფრასტრუქტურული მზაობა გახდეს ქვეყანაში ჩვენი პოლიტიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი,“ - ეს განცხადება, საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა გააკეთა.

პრემიერის თქმით, ის პარლამენტის წევრებს, თბილისის მერს და მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდა და შეთანხმდნენ, რომ მათ ჯანსაღი ცხოვრების დამკვიდრებას ხელი უნდა შეუწყონ.

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, უახლოეს მომავალში არსებული სპორტული ინფრასტრუქტურული მდგომაროება შეფასდება.

„ჩვენ ეს ინფრასტრუქტურა უნდა გავხადოთ ხელმისაწვდომი მთლიანად მოსახლეობისთვის, მათ შორის, ეკონომიკურად შეჭირვებული ფენებისთვის, ამიტომ, სპეციალური პოლიტიკა იქნება შემუშავებული მართვის, სუბსიდირების. ეს იქნება, როგორც სპორტულ-გამაჯანსაღებელი, ასევე სოციალური კუთხით მიმართული პოლიტიკა და კონკრეტულ ნაბიჯებში ვგულისხმობ იმას, რომ დღეიდან, დაახლოებით, ერთი თვის მანძილზე, ეს არ იქნება გრძელვადიანი, დროში გაწელილი სტრატეგია. უმოკლეს ვადაში მოხდება შეფასება, დაიდება გეგმა, თუ რა გვჭირდება და უკვე სექტემბრიდან დაწყებული, როდესაც მომავალი წლის ბიუჯეტირებაზე გადავალთ, შესაბამისი საბიუჯეტო დაფინანსებით თვისობრივად სხვა დონეზე აისახება ეს სახელმწიფო ბიუჯეტში,“ - განაცხადა პრემიერმა.

პრემიერის თქმით, მომდევნო სამ წელში საქართველოში სპორტული აქტივობით დაკავებულ პირთა რიცხვი უნდა გაიზარდოს.

კვირიკაშვილი ამბობს, რომ ცნობილი ადამიანები და ბიზნეს წრეების წარმომადგენლები ამ პროექტის განხორციელებაში აქტიურად უნდა ჩაერთონ.

შეგახსენებთ, რომ პრემიერის ინიციტივით მთავრობა ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის სამოქმედო გეგმას შეიმუშავებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები