0 2 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

პრეზიდენტი ორ მიწის ნაკვეთს ფლობს მარსზე, მთვარეზე კი სასტუმროს აშენებს – გიორგი აბაშიშვილი

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა პრეზიდენტის მივლინების ხარჯებზე და შეწყალების კომისიის მიმართულებით არსებულ კითხვებზე “იმედის” ეთერში უპასუხა.

აბაშიშვილმა პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გამოთქმულ ბრალდებას პრეზიდენტის მიმართ, რომ პრეზიდენტი მივლინებებში ბევრად მეტ თანხებს ხარჯავს, ვიდრე პარლამენტი და ამ წლების მანძილზე ფუფუნება შეიქმნა, ცინიკურად პასუხობს:

“მინდა ვუპასუხო პარლამენტის თავმჯდომარეს და უმრავლესობის წევრებს: საჭიროა მარგველაშვილის ბრალდებებს დაემატოს ორი ბრალდება: 1. მარგველაშვილი ადრეც მონაწილეობდა და მე როგორც ვიცი, ახლაც ბომბეიდან ლონდონამდე გვირაბის გათხრის ნაწილში, ორ მიწის ნაკვეთს ფლობს მარსზე, მთვარეზე კი სასტუმროს აშენებს. 2. რაც შეეხება შეწყალების ნაწილის თემას – ეს არის ქართული ოცნების კარგად დალაგებული შავი პიარი რამდენიმე ხანია და მინდა მოვუწოდო, რომ მესიჯები შეცვალონ, რადგან უკვე ძალიან გახუნდა. როცა უნდა მობრძანდენ ბატონი დეპუტატები და შემიძლია მივცე სრული ინფორმაცია შეწყალებებთან დაკავშირებით. “, – განაცხადა აბაშიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარლამენტში გუშინ წლიური მოხსენებით წარსდგა. მან კითხვების მოსმენის შემდეგ დებატების ფორმატი მოითხოვა. რეგლამენტის მიხედვით პრეზიდენტს დებატებში შესვლა არ შეეძლო, თუმცა შეეძლო დასკვნითი სიტყვა ეთქვა და იმ კითხვებზე გაეცა პასუხი, რაც მისი მისამართით დაისვა. პარლამენტმა რეგლამენტის მიხედვით გათვალისწინებული კანონის დარღვევაზე უარი განაცხადა, რის შემდეგაც პრეზიდენტმა პროტესტი გამოთქვა და საკანონმდებლო ორგანო ისე დატოვა, რომ არცერთი კითხვისთვის აღარ  უპასუხია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...