2 2 : 4 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ზვიად კუპრავას 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა

ჩამოტვირთვა

ზვიად კუპრავას 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა. „სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელი სასამართლო დარბაზიდან წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს, სადაც ის ადვოკატმა მოინახულა. უფლებადამცველი ბრალის აბსურდულობაზე საუბრობს, შინაგან საქმეთა სამინისტრო კი კუპრავას პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევასა და წვრილმან ხულიგნობას ედავება. უწყების ინფრომაციით, ის ავტომომობილი სადაც ზვიად კუპრავა იჯდა, მძღოლის გადამოწმების მიზნით გააჩერეს. მას შემდეგ რაც მძღოლი ნასვამ მდგომარეობაში აღმოჩნდა და მისთვის პოლიცია ჯარიმის ქვითრის გამოწერას გეგმავდა, ზვიად კუპრავამ სამართალდამცველებისთვის ხელის შეშლა სცადა. სასამართლოზე საპატრულო პოლიციამ მტკიცებულების სახით სამხრე კამერის ჩანაწერები წარადგინა.

"პოლიციელების მხრიდან ანგარიშსწორებითი ხასიათის ქმედებები გამოწვეული იყო იმითი, რომ მან მამხილებელი კონკრეტული ფაქტების შესახებ ისაუბრა, შს მინისტრის, გიორგი გახარიას მიმართ,"-აცხადებს კუპრავას ადვოკატი, ლევან დავითაია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები