0 6 : 5 6
 | 

მსოფლიო

19 წლის მამიდაშვილის გაუპატიურების მცდელობისა და მკვლელობისთვის, რობერტ ახალაიას 18 წელი მიესაჯა

სასამართლომ გაუპატიურების მცდელობასა და დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ჩადენაში ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ ნათქვამია მთავარი პროკურატურის განცხადებაში.

„თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გაუპატიურების მცდელობასა და დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ჩადენაში ბრალდებული რ.ა. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,137-ე მუხლის პირველი ნაწილით, 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით.

სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 16 ივლისს, ქალაქ თბილისში, რ.ა.-მ მუქარითა და ძალის გამოყენებით მამიდაშვილის ა.ხ.-ს გაუპატიურება სცადა, თუმცა ა.ხ.-ს მიერ გაწეული წინააღმდეგობის გამო განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა. დანაშაულის დაფარვის მიზნით რ.ა.-მ განსაკუთრებული სისასტიკით, ძლიერი ტკივილისა და ტანჯვის მიყენების განზრახვით, დანით ა.ხ.-ს სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული ჭრილობების შედეგად ა.ხ. ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა რ.ა. 2017 წლის 18 ივლისს ქალაქ ფოთში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 19,137-ე მუხლის პირველი ნაწილით (გაუპატიურების მცდელობა), 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ (განზრახ მკვლელობა სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით) და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. 
თბილისის საქალაქო სასამართლომ რ.ა. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 18 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 23:36

    მსოფლიო ჩემპიონი საფრანგეთის ნაკრები გახდა...

    ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული საფრანგეთის ნაკრები გახდა. გადამწყვეტ მატჩში ფრანგებმა ხორვატია ანგარიშით 4:2 დაამარცხეს. ფინალი მოსკოვში, ლუჟნიკის სტადიონზე გაიმართა. პირველი გოლი ფრა...

  • 23:16

    პუტინის ქოლგა -,,ყველა შეიძლება დასველდეს მის გარდ...

    რუსეთში, მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, ფეხბურთელების დაჯილდოებისას, მაყურებლების ყურადღება  მიიპყრო რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა.წვიმის დაწყებისას  ქოლგა მხოლოდ ვლადიმერ პუ...

  • 12:25

    ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და საოცარი ადგილი მთელ მსო...

    ტიბეტის Larung Gar-ი არის ყველაზე დიდი ბუდისტური უნივერსიტეტი მსოფლიოში. ჩინეთში მდებარე ამ ულამაზეს ადგილას 40 000- ზე მეტი ბერი და მონაზონი ცხოვრობს. Larung Gar  იგივე Larung Valley მსოფლიოს...

  • 15:31

    Johnson's Baby-ს პუდრა კიბოს აჩენს - 22 ქალის საჩ...

    კომპანია ჯონსონ & ჯონსონ -ს  22 დაზარალებული ქალბატონისთვის  4.7 მილიონი დოლარის გადახდა დაეკისრა.დაზარალებულების მტკიცებით, ჯონსონის პროდუქციის გამოყენების შემდეგ საკვერცხეების კიბო დაე...

  • 16:09

    30 წამში გაქურდული "Apple"-ის მაღაზია - წაღებულია...

    კალიფორნიაში მდებარე "Apple"-ის მაღაზია ოთხმა მამაკაცმა 30 წამში გაქურდა.  წაღებულია 27 000 დოლარის პროდუქცია. მძარცველებს, რომლებსაც კაპიუშონიანი მოსაცმელები ეცვათ მაღაზიაში იმ დროს შევარდნ...

  • 16:14

    "დონალდ ტრამპთან არაჩვეულებრივი საუზმე მქონდა, თან...

    დონალდ ტრამპთან არაჩვეულებრივი საუზმე მქონდა, თანაც აშშ-ს სახსრებით, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განუცხადა. როგორ ჩაიარა საუზმემ? - ამ კითხვით სტოლტ...

  • 16:34

    18-დღიანი ტყვეობა დასრულდა - ტაილანდში, მღვიმიდან ...

    ტაილანდში მიმდინარე სამაშველო ოპერაციისას, მღვიმეში ჩარჩენილი მეთორმეტე ბავშვიც გამოიყვანეს. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იტყობინება.ამ დროისთვის, ყველა ბავშვი ამოყვანილია. სამაშველო ოპერაცია გრძელ...