0 5 : 0 6
 | 

მსოფლიო

მამუკა ხაზარაძე - საბანკო სექტორი ეკონომიკის მამოძრავებელი ძალაა

ქართული საბანკო სისტემა ქართული ეკონომიკის 60%-ს აფინანსებს და ის წამყვანი სისტემაა არა მარტო საქართველოში, არამედ რეგიონსა და მსოფლიოში. 
ქართულმა საბანკო სისტემამ შემოიტანა ქვეყანაში ასეულობით მილიონი დოლარი და მას აქვს ყველაზე დაბალი საპორცენტო განაკვეთი რეგიონში. ჩვენი საპროცენტო განაკვეთი, რითიც ვაფინანსებთ კორპორაციებს, ხშირად უფრო დაბალია, ვიდრე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების საკრედიტო განაკვეთები, რომლითაც ისინი საქართველოში აფინანსებენ ბანკებს“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას მამუკა ხაზარაძემ. 

 მისივე თქმით, სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ქვეყანაში ეკონომიკის დამფინანსებელი მხოლოდ ქართული საბანკო სისტემაა და არ არსებობს ალტერნატიული დაფინანსების მექანიზმები. არ არსებობს ქვეყანაში განვითარებული კაპიტალური ბაზარი, საფონდო ბირჟა, საინვესტიციო ფონდები, რომელიც იმედია, შეიქმნება მიმდინარე რეფორმების შედეგად.  

ამ ეტაპზე, ეკონომიკის განვითარების მთელი სიმძიმე გადადის ქართულ საბანკო სისტემაზე. მარტო თიბისი ბანკის მონაცემებით, სამ მილიარდ ნახევარი ლარი გვაქვს ინვესტირებული მცირე, საშუალო და მსხვილ ბიზნესში ამ პროცესს ვაგრძელებთ. აღსანიშნავია ისიც, რომ საბანკო სისტემა ძალიან სენსიტიურია. თუ ჩვენ ვართ საბაზრო ეკონომიკაში, ეს ნიშნავს თავისუფალ, კონკურენტუნარიან გარემოს, რასაც დღეს საქართველოში 20-ზე მეტი ადგილობრივი ბანკის არსებობაც ადასტურებს. 

აქედან ორ ბანკს მსოფლიოს ხუთი კონტინეტიდან მოზიდული ჰყავს მაღალი კლასის ინვესტორები და ასეულობით მილიონი დოლარის ინვესტიცია შემოაქვს ქვეყანაში. ვფიქრობ, აუცილებლად უნდა განვითარდეს კაპიტალის ბაზარი და გაჩნდეს ალტერნატიული დაფინანსების წყაროები. საბანკო სისტემა არ არის საინვესტიციო ინსტრუმენტი, ის საკრედიტო ინსტიტუტია და ნუ მოვთხოვთ ყველაფრის დაფინანსებას“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 15:23

    დონალდ ტრამპისა და და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა შე...

    დონალდ  ტრამპი და ვლადიმერ პუტინი ერთმანეთს ფინეთის პრეზიდენტის სასახლეში შეხვდნენ. აშშ-სა და რუსეთის სახელმწიფოების მეთაურები ერთმანეთს პირისპირ შეხვდნენ, დახურული შეხვედრა 90 წუთის განმავლ...

  • 23:36

    მსოფლიო ჩემპიონი საფრანგეთის ნაკრები გახდა...

    ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული საფრანგეთის ნაკრები გახდა. გადამწყვეტ მატჩში ფრანგებმა ხორვატია ანგარიშით 4:2 დაამარცხეს. ფინალი მოსკოვში, ლუჟნიკის სტადიონზე გაიმართა. პირველი გოლი ფრა...

  • 23:16

    პუტინის ქოლგა -,,ყველა შეიძლება დასველდეს მის გარდ...

    რუსეთში, მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, ფეხბურთელების დაჯილდოებისას, მაყურებლების ყურადღება  მიიპყრო რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა.წვიმის დაწყებისას  ქოლგა მხოლოდ ვლადიმერ პუ...

  • 12:25

    ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და საოცარი ადგილი მთელ მსო...

    ტიბეტის Larung Gar-ი არის ყველაზე დიდი ბუდისტური უნივერსიტეტი მსოფლიოში. ჩინეთში მდებარე ამ ულამაზეს ადგილას 40 000- ზე მეტი ბერი და მონაზონი ცხოვრობს. Larung Gar  იგივე Larung Valley მსოფლიოს...

  • 15:31

    Johnson's Baby-ს პუდრა კიბოს აჩენს - 22 ქალის საჩ...

    კომპანია ჯონსონ & ჯონსონ -ს  22 დაზარალებული ქალბატონისთვის  4.7 მილიონი დოლარის გადახდა დაეკისრა.დაზარალებულების მტკიცებით, ჯონსონის პროდუქციის გამოყენების შემდეგ საკვერცხეების კიბო დაე...

  • 16:09

    30 წამში გაქურდული "Apple"-ის მაღაზია - წაღებულია...

    კალიფორნიაში მდებარე "Apple"-ის მაღაზია ოთხმა მამაკაცმა 30 წამში გაქურდა.  წაღებულია 27 000 დოლარის პროდუქცია. მძარცველებს, რომლებსაც კაპიუშონიანი მოსაცმელები ეცვათ მაღაზიაში იმ დროს შევარდნ...

  • 16:14

    "დონალდ ტრამპთან არაჩვეულებრივი საუზმე მქონდა, თან...

    დონალდ ტრამპთან არაჩვეულებრივი საუზმე მქონდა, თანაც აშშ-ს სახსრებით, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განუცხადა. როგორ ჩაიარა საუზმემ? - ამ კითხვით სტოლტ...