0 5 : 0 7
 | 

მსოფლიო

საქართველოს ბანკი პერსონიფიცირებულ მომსახურებაზე გადადის

თბილისი, 13 აპრილი, 2018 - საქართველოს ბანკმა, საქართველოს წამყვანმა ბანკმა,  საბანკო მომსახურების „მეტი ურთიერთობის“ მოდელის დანერგვის შემდგომ, მომსახურების ახალ - პერსონიფიცირებულ საფეხურზე გადასვლის შესახებ განაცხადა.

 

პერსონიფიცირებული მომსახურება მომხმარებლის ეპიცენტრში ყოფნას მოიაზრებს და ბანკის ახალი სტრატეგიის ნაწილს წარმოადგენს. პერსონიფიცირებული საბანკო მომსახურების მოდელის დანერგვასთან ერთად პერსონიფიცირებული გახდა ბანკის ლოგო. შესაბამისად, დღეიდან, მომხმარებელს საქართველოს ბანკის ლოგოს ადგილას სახელობითი ლოგო დახვდება. მობილბანკით (mBank), ინტერნეტბანკით (iBank), თვითმომსახურების ტერმინალით თუ სხვა ელექტრონული არხებით სარგებლობისას, ბანკის ლოგოტიპი შეიცვლება მომხმარებლის სახელობითი ლოგოტიპით. ასევე, მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება სურვილისამებრ აიღოს პლასტიკური ბარათი ბანკის სახელობითი ლოგოტიპით. ამასთან, მომხმარებელი სურვილის შემთხვევაში საკუთარ სახელს დააფიქსირებს ზუსტად ისეთი ფორმულირებით, როგორც მას სურს. ამრიგად, ბანკის სახელობით ლოგოტიპზე აღნიშნული იქნება, მაგალითისთვის - „ნინის ბანკი“, „გოგას ბანკი“ და ა.შ.

„საქართველოს ბანკი ყოველთვის გამოირჩეოდა საბანკო სფეროში მომსახურების ახალი სტანდარტების დანერგვით. ათწლეულზე მეტია ის ზრუნავს მაქსიმალურად კომფორტული და მომხმარებელზე მორგებული გახადოს საბანკო მომსახურება. ბანკმა გასულ წელს დანერგა მომსახურების უახლესი მოდელი, რომელიც მომხმარებელთან კიდევ უფრო „მეტ ურთიერთობას“ გულისხმობს. დღევანდელი სიახლეც სწორედ ამ მიდგომის ნაწილია, რაც ჩვენი მომხმარებლის ეპიცენტრში ყოფნას და  მომსახურების ინდივიდუალურ მიდგომას გულისხმობს. ჩვენ საქართველოს მასშტაბით 2 მილიონზე მეტ მომხმარებელს ვემსახურებით. შესაბამისად, თითოეული მათგანის სურვილები და მიზნები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ საქართველოს ბანკი გახდეს კიდევ უფრო მეტად პერსონიფიცირებული ბანკი თითოეული მომხმარებლის ჭრილში. მინდა აღვნიშნო, რომ ამ მიმართულებით საქართველოს ბანკი კიდევ ბევრ სიახლეს შესთავაზებს მომხმარებელს“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, კახა კიკნაველიძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 15:23

    დონალდ ტრამპისა და და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა შე...

    დონალდ  ტრამპი და ვლადიმერ პუტინი ერთმანეთს ფინეთის პრეზიდენტის სასახლეში შეხვდნენ. აშშ-სა და რუსეთის სახელმწიფოების მეთაურები ერთმანეთს პირისპირ შეხვდნენ, დახურული შეხვედრა 90 წუთის განმავლ...

  • 23:36

    მსოფლიო ჩემპიონი საფრანგეთის ნაკრები გახდა...

    ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული საფრანგეთის ნაკრები გახდა. გადამწყვეტ მატჩში ფრანგებმა ხორვატია ანგარიშით 4:2 დაამარცხეს. ფინალი მოსკოვში, ლუჟნიკის სტადიონზე გაიმართა. პირველი გოლი ფრა...

  • 23:16

    პუტინის ქოლგა -,,ყველა შეიძლება დასველდეს მის გარდ...

    რუსეთში, მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, ფეხბურთელების დაჯილდოებისას, მაყურებლების ყურადღება  მიიპყრო რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა.წვიმის დაწყებისას  ქოლგა მხოლოდ ვლადიმერ პუ...

  • 12:25

    ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და საოცარი ადგილი მთელ მსო...

    ტიბეტის Larung Gar-ი არის ყველაზე დიდი ბუდისტური უნივერსიტეტი მსოფლიოში. ჩინეთში მდებარე ამ ულამაზეს ადგილას 40 000- ზე მეტი ბერი და მონაზონი ცხოვრობს. Larung Gar  იგივე Larung Valley მსოფლიოს...

  • 15:31

    Johnson's Baby-ს პუდრა კიბოს აჩენს - 22 ქალის საჩ...

    კომპანია ჯონსონ & ჯონსონ -ს  22 დაზარალებული ქალბატონისთვის  4.7 მილიონი დოლარის გადახდა დაეკისრა.დაზარალებულების მტკიცებით, ჯონსონის პროდუქციის გამოყენების შემდეგ საკვერცხეების კიბო დაე...

  • 16:09

    30 წამში გაქურდული "Apple"-ის მაღაზია - წაღებულია...

    კალიფორნიაში მდებარე "Apple"-ის მაღაზია ოთხმა მამაკაცმა 30 წამში გაქურდა.  წაღებულია 27 000 დოლარის პროდუქცია. მძარცველებს, რომლებსაც კაპიუშონიანი მოსაცმელები ეცვათ მაღაზიაში იმ დროს შევარდნ...

  • 16:14

    "დონალდ ტრამპთან არაჩვეულებრივი საუზმე მქონდა, თან...

    დონალდ ტრამპთან არაჩვეულებრივი საუზმე მქონდა, თანაც აშშ-ს სახსრებით, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განუცხადა. როგორ ჩაიარა საუზმემ? - ამ კითხვით სტოლტ...