1 3 : 5 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საექსპორტო ბაზრებზე „ქართული ლუდის კომპანიის“ პროდუქციაზე მოთხოვნა გაორმაგდა

2017 წელს „ქართული ლუდის კომპანიაში“ საექსპორტო მაჩვენებლები გაორმაგდა. როგორც კომპანიის წარმომადგენელი  ექსპორტის მენეჯერი ლევან ოსეფაიშვილი განმარტავს, 2017 წელს 2016 წელთან შედარებით „ქართული ლუდის კომპანიას” ექსპორტის 100%-ზე მეტი ზრდა დაფიქსირდა.

2017 წელს „ქართული ლუდის კომპანიის“ პროდუქცია 25 საექსპორტო ბაზარზე გაიყიდა, რომელიც თავის მხრივ მოიცავს, ევროპის, აშშ-ს, დსთ-სა და გალფის ქვეყნებს.

კომპანიის მენეჯმენტი აცხადებს, რომ 2017 წელს არსებულ საექსპორტო ბაზრებზე ზრდა დაფიქსირდა სრულ ასორტიმენტზე, თუმცა 2017 წელს ყველაზე მოთხოვნადი მაინც ლუდი, ლიმონათი და ენერგეტიკული სასმელები იყო.  

 „ქართული ლუდის კომპანიის“ ექსპორტის მენეჯერის ლევან ოსეფაიშვილის განმარტებით, 2018 წელს კომპანიის პროდუქცია ჩინეთის ბაზარზეც შევა, რაც ქართული კომპანიისთვის გაყიდვების ზრდის წინაპირობაა. „ვმუშაობთ ჩინეთის ბაზარზე შესვლისთვის. ჩინეთის ბაზარი საკმაოდ დიდი ბაზარია და ვფიქრობთ, რომ საექსპორტო მოცულობებიც დიდი იქნება, თუმცა კონკრეტულ ციფრებზე ჯერ ვერ ვისაუბრებთ, რადგანაც ესეც მოლაპარაკებების საკითხია", აცხადებს ოსეფაიშვილი.

​მისივე  თქმით, ჩინეთის ბაზარზე მოსახვედრად „ქართული ლუდის კომპანია“ მოლაპარაკებებს 3 ჩინურ კომპანიასთან აწარმოებს.

კომპანიის მენეჯმენტი განმარტებით, ჩინურ ბაზარზე შესატანად განიხილება სრული ასორტიმენტი, ეს იქნება ლუდი, ლიმონათი, ნატურალური წვენები თუ ენერგეტიკული სასმელები.

„ქართული ლუდის კომპანიაში“ აცხადებენ, რომ  კომპანიისთვის  ყველაზე მნიშვნელოვანი ის  ფაქტორია, რომ   ექსპორტზე მომუშავე პარტნიორებისგან  პროდუქციის რაოდენობაზე მოთხოვნა  ყოველ  ჯერზე  იზრდება. „თითოეული ასეთი  შემთხვევა გვაძლევს  დამატებით  მოტივაციას  და სიამაყის  განცდას, რომ  ჩვენი კომპანიის მიმართ  სანდოობა მაღალია და   შედეგად, დღითიდღე იზრდება მოთხოვნა  ჩვენს პროდუქციაზე“  -  განაცხადა  „ქართული ლუდის კომპანიის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა  ხათუნა მიქაცაძემ.

მისი თქმით, ქვეყნები, რომლებიც  ზრდიან მოთხოვნას ზედაზენის პროდუქციაზე ცალსახად აღიარებენ  ქართულ ხარისხს და  ქართული წარმოების შესაძლებლობებს და სტანდარტებს.

შეგახსენებთ, რომ სს "ქართული ლუდის კომპანია" დაარსდა 2011 წელს ერთი მიზნით: გამხდარიყო საქართველოს ლუდისა და უალკოჰოლო სასმელების ბაზრის ლიდერი. საწარმოს მშენებლობა დაიწყო 2011 წლის მაისში. მიუხედავად იმისა რომ საწარმო იქმნებოდა ცარიელ ადგილზე, მშენებლობის დაწყებიდან 7 თვეში უკვე შესაძლებელი გახდა საცდელი ლუდის ხარშვების დაწყება. ასეთ მცირე დროში  თანამედროვე ევროპული სტანდარტის წარმოების აწყობა შესაძლებელი გახდა ცეზარ ჩოჩელის გარშემო შემოკრებილი გუნდის გამოცდილებისა და პროფესიონალიზმის წყალობით. 2012 წლის 2 აპრილს საგურამოში საზეიმოდ გაიხსნა ლუდსახარში "ზედაზენი"; საქართველოს ბაზარზე გამოჩნდა ლუდი "ზედაზენი" და ლიმონათი "ზედაზენი".

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...