1 2 : 4 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ქრონიკული გადაღლის სინდრომი (საკვებისადმი ინტოლერანტობის ტესტი)

 ქრონიკული დაღლილობის სინდრომის გამომწვევი მიზეზი მეცნიერების მიერ ზუსტად დადგენელი არ არის. ეს შეიძლება იყოს გარკვეული ფაქტორების კომბინაცია, რომლებიც ახდენენ გავლენას ადამიანებზე, რომლებსაც აქვთ წინასწარ განწყობა ამ სინდრომისადმი. 

ასეთი ფაქტორებია: 

• ვირუსული ინფექციები

• იმუნური სისტემის პრობლემები

• ჰორმონალური დისბალანსი

საკვებისადმი ინტოლერანტობა ქრონიკული დაღლილობის სინდრომის ერთ-ერთი შესაძლო მიზეზი შეიძლება იყოს.

ქრონიკული დაღლილობის სინდრომის დასმამდე უნდა გამოირიცხოს ისეთი მდგომარეობები როგორიცაა: ძილის დარღვევა, ფარისებრი ჯირკვლის ჰიპოფუნქცია, ანემია, დიაბეტი, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები.

უამრავი შემთხვევა არსებობს, როდესაც ადამიანი, მიუხედავად ბევრი კველევისა, ვერ ადგენს ქრონიკული დაღლილობის მიზეზს.

წარმოგიდგენთ ერთ-ერთ მაგალითს, რომელიც  დიდ ბრიტანეთში მოხდა :

ტენსი, 4 წელი ებრძოდა ქრონიკული გადაღლის სინდრომს,იგივე მიალგიურ ენცეფალოპათიას (M.E.; CFS), რის გამოც თვეში 10 დღის მანძილზე ფაქტიურად საწოლს იყო მიჯაჭვული. „ეს გავდა ისეთ მდგომარეობას, თითქოს საშინელი ნაბახუსევი ან ძლიერ გაციებული ვყოფილიყავი. სამწუხაროდ ამ მდგომარეობიდან გამოსავალს ვერ ვნახულობდი“. 

სასოწარკვეთილმა ტენსიმ გადაწყვიტა ექსპერიმენტი ჩაეტარებინა საკუთარ თავზე და მეგობრის რჩევით გადაწყვიტა გამოერიცხა ზოგიერთი პროდუქტი რაციონიდან. „მე ვცადე გამომერიცხა თხილეული და კვერცხი, რის შემდეგაც თავი შედარებით უკეთ ვიგრძენი. ამან ძალიან დამაფიქრა.“

შემდეგ ეტაპზე ტენსიმ სცადა გამოერიცხა ხორბალი და ჩაენაცვლებინა იგი ჭვავით - ცვლილებამ არ გაამართლა. მისი მდგომარეობა გაუარესდა. „ყველა ინტოლერანტული საკვები პროდუქტის ბრმად გამორიცხვა მოითხოვდა დიდ დროსა და ნებისყოფას, ეს ფაქტიურად შეუძლებელი იყო“.

ტენსიმ გადაწყვიტა გაეკეთებინა კემბრიჯის ნუტრიციული ცენტრის საკვების მიმართ ინტოლერანტულობის ტესტი. ტესტმა გამოავლინა 20 პროდუქტი, რომელზეც მას ჰქონდა რეაქცია მათ შორის ხორბალი, რძის პროდუქტები, სოიო, თხილეული, ჭვავი, ქერი და კიბორჩხალა (კრაბი). ამასთან, ჭვავზე უფრო მწვავე რეაქცია ჰქონდა ვიდრე ხორბალზე.


ტენსიმ ამოიღო ინტოლერანტული ანუ აუტანელი პროდუქტები საკვები რაციონიდან, რის შედეგადაც პირველივე კვირას თავი უკეთ იგრძნო. „რაც უფრო მკაცრად ვიცავდი დიეტას, მით უკეთესი იყო ჩემი შედეგი და თავსაც ბევრად უკეთესად ვგრძნობდი... მქონდა მეტი ენერგია და შეგრძნება იმისა, რომ სერიოზულად ავად ვიყავი მეტად და მეტად შემიმცირდა.“

P.S. ქრონიკული დაღლილობის სინდრომი - მდგომარეობა, რომელიც ვლინდება მუდმივი ძლიერი დაღლილობის შეგრძნებით, რომელიც არ გადის ძილის და დასვენების შემდეგ. ქრონიკული დაღლილობის სინდრომი ასევე ცნობილია „მიალგიური ენცეფალომიელიტის“ ტერმინით. 2015 წელს ამერიკის მედიცინის ინსტიტუტმა მოგვაწოდა ახალი ტერმინი -სისტემური დაძაბვის აუტანლობის დაავადება, ტერმინი გულისხმობს, რომ მდგომარეობის განვითარებაში მონაწილეობს მრავალი სისტემა („სისტემური“), სიტყვა „დაავადება“ კი ხაზს უსვამს მდგომარეობის სერიოზულობას.

ქრონიკული დაღლილობის სინდრომი ვითარდება ძირითადად 20-45 წლის ასაკის ადამიანებში, უფრო ხშირად გხვდება ქალბატონებში. ასევე შეიძლება განვითარდეს 13-15 წლის ასაკის ბავშვებშიც.

 დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ იხილოთ ვებ-გვერდი

 www.enmedic.ge

 „Enmedic clinic“

მის: წინანდლის ქ. №9, 0144 თბილისი (300 არაგველი), არაყიშვილის ქ. №2, 0179 თბილისი

შემოგვიერთდით ფეისბუქზე: https://www.facebook.com/enmedic/


 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:53

    სომხეთში, 24 საათში, კორონავირუსის 557 ახალი შემთხ...

      სომხეთში, ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 557 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 30 903 -მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს ...

  • 12:21

    ცნობილი კომპოზიტორი ენიო მორიკონე 93 წლის ასაკში გ...

     ცნობილი იტალიელი ოსკაროსანი კომპოზიტორი ენიო მორიკონე 93 წლის ასაკში გარდაიცვალა, კომპოზიტორი რომის საავადმყოფოში, ღამით გარდაიცვალა. მან რამდენიმე დღის წინ დაცემისგან ტრავმა მიიღო.  ენიო მ...

  • 13:11

    საფრანგეთის მთავრობა გადადგა...

     ახლადარჩეული პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის უფლებამოსილებების ამოქმედების წინ საფრანგეთის მთავრობა გადადგა   საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ედ...

  • 00:29

    მეწყერის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 162-მდე გაიზარდა...

    მიანმარში მეწყერის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 162-მდე გაიზარდა, ხოლო 54 ადამიანი კი დაშავებულია.  შემთხვევის ადგილას მომუშავე მაშველებმა უკვე 162 ცხედარი აღმოაჩინეს. ინციდენტი 2 ივლისს მოხდა, როცა ...

  • 10:32

    პარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს ერთნაირსქე...

     მონტენეგროს პარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს ერთნაირსქესიანთა ქორწინების ლეგალიზების შესახებ.  კანონპროექტის დასამტკიცებლად 41 ხმა იყო საკმარისი. ერთნაირსქესიანთა ...

  • 14:38

    თურქეთში მიგრანტებით სავსე გემი ჩაიძირა - 6 ადამი...

       თურქეთში, ტბა ვანზე, ქვეყნის აღმოსავლეთით, მიგრანტებით სავსე გემი ჩაიძირა.  გემზე 60-მდე არალეგალური მიგრანტი იმყოფებოდა. 6 ადამიანი დაიღუპა.  თურქეთის შინაგან საქმეთა მინ...

  • 10:39

    ჯანმო-ს ხელმძღვანელი - უარესი ჯერ კიდევ წინ არის -...

     ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი აცხადებს, რომ კორონავირუსით მსოფლიოში კიდევ ბევრი ადამიანი დაინფიცირდება, თუკი ქვეყნების მთავრობები სწორი პოლიტიკის გ...