0 0 : 5 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

,,იმიტომ მაჩუქა რომ წელს ოჯახი შევქმენი" - თეა წულუკიანი ქონებრივი დეკლარაციის შესახებ

ჩამოტვირთვა

საქართველოს იუსტიციის მინისტრი, ქონებრივი დეკლარაციის შესახებ, პირველ კომენტარს აკეთებს. 

საქმე ეხება ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მთავრობის წევრების მიერ შევსებული დეკლარაციების თანახმად, "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნების ქონება გაიზარდა.

კითხვაზე, ვინ აჩუქა მიწის ნაკვეთი მესტიაში, თეა წულუკიანი ამბობს, რომ ეს მისი ბიძის საჩუქარია. მინისტრი ამის მიზეზად, მის მიერ ოჯახის შექმნას ასახელებს.

„ჩემი ოჯახის არც ერთ წევრს იმდენი ფული არ აქვს, რომ მე მაჩუქოს, სამწუხაროდ,“ - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, რომ უძრავი ქონებით დაასაჩუქრა ბიძამ თეა წულუკიანი. 76 ათას ლარად შეფასებული 6 ათასი კვადრატული მიწის ნაკვეთი, იუსტიციის მინისტრს მამის ძმამ მესტიაში, სოფელ ზემო ლუჰაში აჩუქა.

თუ ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, იქნებ გაიხსენოთ, თქვენთვის თუ უჩუქებიათ ასეთი ძვირადღირებული ქონება ახლობლებს?

კომენტარები

მსგავსი სიახლეები