1 9 : 4 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

,,დასახელებულია ირაკლი ღარიბაშვილი" - ელისო კილაძეს ორი საათის განმავლობაში კითხავდნენ

ჩამოტვირთვა

გაზეთ „ქრონიკა პლუსის“ მთავარ რედაქტორს, ელისო კილაძეს თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში ორი საათის განმავლობაში კითხავდნენ. ელისო კილაძე მის მიმართ მუქარის შემცველი სატელეფონო ზარების გამო დაიბარეს.

მან სამმართველო რამდენიმე წუთის წინ დატოვა. ფაქტით შინაგან საქმეთა სამინისტრო მას შემდეგ დაინტერესდა, რაც მუქარის შესახებ „ქრონიკა პლუსის“ მთავარმა რედაქტორმა სოციალურ ქსელში დაწერა.

ელისო კილაძე სატელეფონო მუქარას სოსო გოგაშვილს, ირაკლი ღარიბაშვილსა და მის ახლო გარემოცვას უკავშირებს.

„ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ჩემ მიერ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებას მუქარებთან დაკავშირებით რეაგირება მოჰყვა და გამოკითხვაზე დამიბარეს. მივაწოდე დეტალური ინფორმაცია აღნიშნულ სატელეფონო ზართან დაკავშირებით, შესაბამისი დოკუმენტაციაც წარვადგინე. დავასახელე კონკრეტული სახელები და გვარები, ვინც პერიოდულად მემუქრება ცემით და ანგარიშსწორებით. პირდაპირ გეტყვით, დასახელებულია, როგორც ირაკლი ღარიბაშვილი, ასევე, სოსო გოგაშვილი, იმიტომ, რომ ჩემი ჟურნალისტური საქმიანობიდან გამომდინარე, მე მათთან პირდაპირ გაცხადებული მტრობა მაქვს,“ - განაცხადა ელისო კილაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები