1 0 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ცვლილება პაშა ბანკის მენეჯმენტში

2018 წლის 1 თებერვლიდან ძალაში შედის ცვლილება პაშა ბანკის მენეჯმენტში - სს „პაშა ბანკ საქართველოს“ ახალი გენერალური დირექტორი და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე - არდა იუსუფ არკუნი უხელმძღვანელებს.

არდა არკუნმა 1998 წელს დაამთავრა ჰამილტონის კოლეჯი (ნიუ იორკი) ეკონომიკის და მათემატიკის  მაგისტრის ორმაგი ხარისხით. უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე 1998 წელს მან JP Morgan-ში დაიწყო მუშაობა, შემდეგ კი კარიერა განაგრძო დიდ ბრიტანეთში და რუმინეთში ბიზნესის განვითარების და სტრატეგიული მრჩევლის პოზიციებზე.

2010 წელს არდა არკუნმა ბაქოში განაგრძო კარიერა Capital Resources Advisors-ში სტრატეგიის და ბიზნესის განვითარების დირექტორის პოზიციაზე. ამავდროულად ის იყო კომპანიების Nar Mobile, B&B TV და Aimroc დირექტორთა საბჭოს წევრი. 2014 წელს არდა არკუნი დაინიშნა უმსხვილესი აზერბაიჯანული სამთო-მომპოვებელი კომპანიის Aimroc გენერალურ დირექტორად. 2017 წელს მისი ხელმძღვანელობით განხორციელდა Aimroc-ის შესყიდვა კომპანია Azergold-ის მიერ.

2017 წლის აგვისტოში არდა არკუნმა პაშა ჰოლდინგში დაიკავა მრჩევლის პოზიცია.

“პაშა ბანკი მომგებიან კორპორატიულ საბანკო ბიზნესად ჩამოყალიბდა შაჰინ მამადოვის მმართველობის პერიოდში. ჩვენ ვაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას; კვალიფიციური თანამშრომლების და ახალი ტექნოლოგიების ჩართვით მომხმარებელს შევთავაზებთ ხარისხიან საბანკო პროდუქტებს და მომსახურებას. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი კლიენტებისთვის სასურველ პარტნიორებად დავრჩებით და აზერბაიჯანიდან ისევე, როგორც სხვა საერთაშორისო ბაზრებიდან დაფინანსების იაფი წყაროების მოზიდვით ჩვენს წვლილს შევიტანთ საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში.” - აცხადებს არდა არკუნი, პაშა ბანკის გენერალური დირექტორი და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე.

შაჰინ მამადოვი, პაშა ბანკის ყოფილი გენერალური დირექტორი და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე დაწინაურდა და ის პაშა ჰოლდინგში განაგრძობს საქმიანობას ბიზნესის განვითარების მიმართულებით დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...