1 4 : 2 0
 | 

მსოფლიო

2020 წლის ბოლომდე „რეგუსი“ საქართველოს მასშტაბით 12 სერვის ცენტრს გახსნის

სერვის ოფისების პროვაიდერი, საერთაშორისო კომპანია „რეგუსი“ უკვე საქართველოშია, და  მომხმარებელს  თბილისის ყველაზე პრესტიჟულ, აქტიურ და დინამიურ ნაწილში, თავისუფლების მოედანზე (მის: ლეონიძის ქუჩა #2, ბიზნეს ცენტრი “ტაბიძე 1“, მე-4 სართული) მის მოთხოვნებზე ორიენტირებულ, კომფორტულ  და იდეალურ სამუშო გარემოს სთავაზობს.

„რეგუსი“  უკვე 30 წელია, რაც  მსოფლიო ბაზარზე ოპერირებს. კომპანიის  გლობალური ქსელი ყოველწლიურად ფართოვდება. ნებისმიერი საქმიანი ადამიანისთვის საჭიროა იდეალური გარემო და ხელსაყრელი ადგილმდებარეობა, მოქნილი და მარტივი გადახდის პირობებით.

„რეგუსი ზრუნავს, რათა მათი სამუშაო სივრცე, კიდევ უფრო, კომფორტული გახადოს,  დროის დაკარგვის და საჭირო სერვისების დამატებითი ხარჯების გარეშე მისაღებად. უკვე 30 წელზე მეტია, რაც ჩვენ გვენდობიან მრავალმილიონიანი კორპორაციები, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები, დამოუკიდებელი კონსულტანტები, ჯამში ორ მილიონზე მეტი ლოიალური მომხმარებელი,   მსოფლიოს მასშტაბით, როგორიცაა გუგლი, მაიკროსოფთი, ლინკდინი, ფეისბუქი, სამსუნგი, უბერი, ამაზონიდა სხვა. ნდობა, გამოცდილება და მაღალი ხარისხის მომსახურება წლებმა მოიტანა.  როდესაც დიდი კომპანიები გეგმავენ ახალი ბაზრების ათვისებას, ისინი კითხულობენ არის თუ არა „რეგუსი“ მათ ბაზარზე. ინვესტორებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იმ ქვეყანაში, სადაც ისინი შედიან „რეგუსი“ ოპერირებდეს,  რადგან მათთვის უკვე ნაცნობია „რეგუსის“ მომსახურების ხარისხი და სდანდარტი. როდესაც ისეთ ქვეყანაში გიწევს მუშაობა, რომელსაც არ იცნობ, „რეგუსის“ სერვისები განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და კომფორტულია,“ - კომპანიის სერვისების მნიშვნელობაზე საუბრობს „რეგუსის“ წარმომადგენელი საქართველოში, რუსუდან ჩაკვეტაძე.

როგორც კომპანიაში განმარტავენ, „რეგუსი“ მომხმარებელს სერვის ოფისს სთავაზობს, რაც სასტუმროს ტიპის მომსახურებას გულისხმობს. მომხმარებლის განკარგულებაშია სრულად მოწობილი ოფისები, ბიზნეს ლაუნჯი და კაფე, შეხვედრების ოთახი, საერთო სამუშაო სივრცე, ვირტუალური ოფისი, ვიდეო-საკონფერენციო სივრცე.  მნიშვნელოვანია, რომ  საქართველოში სერვის ოფისებზე მოთხოვნა მზარდია. მარტის ბოლოს, ახალი ბიზნეს ცენტრი გაიხსნება თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე.  იგეგმება, რომ 2020 წლის ბოლომდე თბილისში დამატებით გაიხსნას სხვადასხვა კლასის და ფასის მინიმუმ 5 ბიზნეს ცენტრი. ასევე დაგეგმილია ექსპანსია რეგიონებში - ქუთაისში, რუსთავში, ბათუმში... განსაკუთრებული მოთხოვნაა ჩვენს მომსახურებაზე ქუთაისში. 2020 წლის ბოლომდე რეგუსი გეგმავს გახსნას 12 ცენტრი  საქართველოს მასშტაბით.

„რეგუსი“ დაარსდა 1989 წელს ბრისუელში, ბელგიაში. მისი სათაო ოფისი მდებარეობს ლუქსემბურგში. კომპანიის ქსელი მოიცავს 3000-ზე მეტ ბიზნეს ცენტრს, რომლებიც 120 ქვეყნის 1000-მდე ქალაქშია განთავსებული. „რეგუსი“ წარმოდგენილია ლონდონის საფონდო ბირჟაზე. როგორც კომპანიაში აცხადებენ, „რეგუსში“ ყველა ტიპის და ზომის ბიზნესის საჭიროებაა გათვალისწინებული.  ახლადგარემონტებული და მოწყობილი A კლასის ოფისები, გადახდის მოქნილი და მარტივი პირობები, თანამედროვე და დაცული  IT ინფრასტრუქტურა, შეხვედრების ოთახები, საერთო სამუშაო სივრცე, ადმინისტრაციის მომსახურება, წვდომა რეგუსის 3000 ფილიალზე მსოფლიოს მასშტაბით, ეს ის მნიშვნელოვანი სერვისებია,  რაც მცირე, საშუალო და დიდი ბიზნესის წარმატებისთვის აუცილებელია. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 15:30

    წარწერა პირველი ლედის ქურთუკზე - მელანია ტრამპი ...

    მელანია ტრამპი მსოფლიო ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა.ამერიკის პირველი ლედი ტეხასის ბავშვთა თავშესაფარშს ესტუმრა, სადაც აშშ-ში მიგრანტი ბავშვები მოინახულა. დასავლური ტაბლოიდების ყურადღება...

  • 10:50

    კიევის სასამართლო დღეს უკრაინის პრეზიდენტის წინააღ...

    კიევის სასამართლო დღეს უკრაინის პრეზიდენტის წინააღმდეგ მიხეილ სააკაშვილის სარჩელს განიხილავს - ინფორმაციას ამის შესახებ პარტია "ახალი ძალების მოძრაობის" პრეს-სამსახური ავრცელებს.საკასაციო ადმინის...

  • 14:49

    სასულიერო პირმა ნათლობის დროს ატირებულ ბავშვს სილ...

    საფრანგეთის ერთ-ერთ  ეკლესიაში მომხდარმა ფაქტმა საზოგადოების მღელვარება გამოიწვია.ნათლობის დროს სასულიერო პირმა მცირეწლოვან ბავშვს სახეში სილა გააწნა, მხოლოდ იმის გამო რომ მოზარდი ხმამაღლა ტიროდა...

  • 11:15

    სტოლტენბერგმა რუსეთს აგრესიული ქმედებები შეახსენა...

    ომი საქართველოს წინააღმდეგ და მიმდინარე კონფლიქტი უკრაინაში - ნატოს გენერალურმა მდივანმა რუსეთი აგრესიული ქმედებების მაგალითად კიდევ ერთხელ მოიყვანა."დოიჩე ველესთან" ინტერვიუში იენს სტოლტენბერგმა განა...

  • 17:18

    ასე დასრულდა "სელფი" 10 მეტრიან პითონთან...

    პითონმა ტყის მცველის დახრჩობა სცადა.  დიდი ძალისხმევის შემდეგ, მამაკაცმა თავის ყელზე შემოხვეული გველისგან თავი დაიხსნა.10 მეტრი სიგრძის პითონი მას შემდეგ გაბრაზდა, რაც მასთან სელფის გადაღება...

  • 17:28

    ტრამპი ხუმრობის ხასიათზეა, მაგრამ კიმი... - ამ ვი...

    ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის და ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჩენ ინის შეხვედრა შედგა. ორი ქვეყნის ლიდერის შეხვედრა მსოფლიო ყურადღების ცენტრში მოექცა.შეხვედრის ერთ- ერთი ...

  • 17:09

    დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის ისტორიული ხელის ჩ...

    ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა ისტორიული სამიტის დასრულების შემდეგ კორეის ნახევარკუნძულის ბირთვული განიარაღების შესახებ შეთან...