0 8 : 3 6
 | 

მსოფლიო

"რა განსხვავებაა - ადამიანს პისტოლეტით მოკლავ თუ ფალსიფიცირებული წამლით" - "კარფური" მომხმარებელს ატყუებს

   სოციალურ ქსელში "კარფურის' ქსელისგან უკმაყოფილო კიდევერთი მოქალაქე, ნინო კუცევა-გაბაშვილი  წერს. მისი თქმით, "კარფურში" ფალსიფიცირებული  ხიზილალა იყიდება 

„გუშინ ვიყიდე ასაწონი წითელი ხიზილალა ბავშვებისთვის (ეწერა „ორაგულის ხიზილალა“), ფასი 159 ლარი/კგ. ავიღე სადღაც 150 გრ გასასინჯად. აღმოჩნდა ხელოვნური პროდუქტი: გასინჯვისას, მარცვლები ძლივს სკდებოდა და პირში გრჩებოდა „ცელოფანი“, შევამოწმე ადუღებული წყლითაც - იმის მაგივრად, რომ წყალი და მარცვლები აიმღვრეს (როგორც ეს ნამდვილი ხიზილალის შემთხვევაში უნდა ხდებოდეს, მარცვლები პლატსმასებივით დაეშვება ჭიქის ფსკერზე!). 

წავიღე დილას კარფურში დასაბრუნებლად, გამოვიძახე მენეჯერი და გავაცანი ჩემი პრეტენზიები. მენეჯერი მპასუხობს სასწაულს: „შესაძლებელია, ეს თქვენ არ მოგეწონათ, მაგრამ ეს გაყიდვადი პროდუქტია და ხალხი ყიდულობსო და, საერთოდ, 160 ლარად ნამდვილი ხიზილალა სად გინახავთო?! ეს ზუთხის ხიზილალა კი არ არისო! მე „რუსკოე მორე“-ს ვყიდულობო ბავშვებისთვის და კარგი არისო!“

ვპასუხობ: „თქვენ აქ გიწერიათ, რომ ეს არის „ორაგულის ხიზილალა“ და სინამდვილეში, ეს „ხიზილალა“ საერთოდ არ არის და არის ფალსიფიცირებული ხელოვნურად დამზადებული „ხიზილალისებრი“ მასა, რომელსაც აქვს თავისი სეგმენტი და შესაბამისი ფასიც (2-4 ლარი). ამ წარწერით თქვენ შეცდომაში შეგყავთ მომხმარებელი! რას ჰქვია „გაყიდვადი პროდუქცია“??? დღეს ისეთი ტექნოლოგიებია, რომ ქვიდან და ნავთიდან დაგიმზადებთ ნებისმიერი გემოს „ხიზილალას“, მაგრამ დააწერეთ, რომ ეს „ხელოვნურია“, თანაც შემიძლია, გასწავლოთ თუ როგორ შეამოწმოთ ხიზილალის ნამდვილობა (და მოვუყევი „ადუღებული წყლის მეთოდი“).
ფული დამიბრუნეს და ბოდიშიც მომიხადეს, მადლობაც გადამიხადეს და უფროსი მენეჯერი დამპირდა, რომ ამ საკითხს ბოლომდე ჩაყვება და მომწოდებელ კომპანია „ოკეანე“-ს ამოაღებინებს პროდუქტს „კარფურის“ ქსელიდან!

საერთოდ, 2 წელია, კატასროფაა „ხიზილალის“ ბაზარზე (ბევრი მეტყვის: „რა დროს „ხიზილალაა“, ხალხს პურის ფული არ აქვსო!). შარშან, 3-4 ერთნაირი ქილა მიყიდია და აქედან 1-2 კარგია, ხოლო 1-2 ფალსიფიცირებული ცელოფნების, ანუ შერეული პარტიებია!
რა განსხვავებაა - ადამიანს პისტოლეტით მოკლავ თუ ფალსიფიცირებული წამლით და საკვებით???“ - წერს მომხმარებელი

 მას შემდეგ , რაც ჩვენმა ინტერნეტ ტელევიზიამ აღნიშნული მომხმარებლის მიერ მოწოდებული ინფორმაცია გაასაჯაროვა, ჩვენ კომპანია „ოკეანე"ს თანამშრომელი დაგვიკავშირდა და გვთხოვა,  მათი პოზიციაც დაგვეფიქსირებინა.


iTV.ge კომპანიის საპასუხო წერილს უცვლელად გთავაზობთ:


„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ კომპანია „ოკეანეს“ ხიზილალა არის უმაღლესი ხარისხის ნატურალური ქართული პროდუქტი. მისი ხარისხობრივი მაჩვენებლები შეესაბამება ეტიკეტზე დატანილ ინფორმაციას და სრულ შესაბამისობაშია სტანდარტთან. „ოკეანეს“ ხიზილალა, სავაჭრო ობიექტებში, ხვდება წარმოებიდან რამდენიმე დღეში. ამავე დროს, ქსელში გაშვებამდე თითეული პარტია მკაცრ ლაბორატორიულ შემოწმებას გადის, რაც ხარისხის კონტროლის კიდევ ერთი საშუალებაა.
პროდუქტის შედარებით დაბალი ფასი გამოწვეულია მისი ადგილობრივი წარმოების, შეფუთვის და სადისტრიბუციო ხარჯების სიმცირით.

ინფორმაციისთვის, ვაკიჯვრის მეურნეობა, სადაც ხიზილალა იწარმოება 2009 წლიდან ფუნქციონირებს. წარმოება ISO სერტიფიკატის მფლობელია, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს მის მაღალ ხარისხს. ხიზილალა სეზონურად იწარმოება და არაერთ სავაჭრო ობიექტშია წარმოდგენილი"


  თვალსაჩინოებისათვის თუ როგორ ხდება ხიზილალის მიღება ვაკიჯვრის მეურნეობაში, შესაძლებელია იხილოთ პირველი არხის მიერ მომზადებულ გადაცემაში „ფერმა“

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 15:23

    დონალდ ტრამპისა და და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა შე...

    დონალდ  ტრამპი და ვლადიმერ პუტინი ერთმანეთს ფინეთის პრეზიდენტის სასახლეში შეხვდნენ. აშშ-სა და რუსეთის სახელმწიფოების მეთაურები ერთმანეთს პირისპირ შეხვდნენ, დახურული შეხვედრა 90 წუთის განმავლ...

  • 23:36

    მსოფლიო ჩემპიონი საფრანგეთის ნაკრები გახდა...

    ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული საფრანგეთის ნაკრები გახდა. გადამწყვეტ მატჩში ფრანგებმა ხორვატია ანგარიშით 4:2 დაამარცხეს. ფინალი მოსკოვში, ლუჟნიკის სტადიონზე გაიმართა. პირველი გოლი ფრა...

  • 23:16

    პუტინის ქოლგა -,,ყველა შეიძლება დასველდეს მის გარდ...

    რუსეთში, მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, ფეხბურთელების დაჯილდოებისას, მაყურებლების ყურადღება  მიიპყრო რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა.წვიმის დაწყებისას  ქოლგა მხოლოდ ვლადიმერ პუ...

  • 12:25

    ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და საოცარი ადგილი მთელ მსო...

    ტიბეტის Larung Gar-ი არის ყველაზე დიდი ბუდისტური უნივერსიტეტი მსოფლიოში. ჩინეთში მდებარე ამ ულამაზეს ადგილას 40 000- ზე მეტი ბერი და მონაზონი ცხოვრობს. Larung Gar  იგივე Larung Valley მსოფლიოს...

  • 15:31

    Johnson's Baby-ს პუდრა კიბოს აჩენს - 22 ქალის საჩ...

    კომპანია ჯონსონ & ჯონსონ -ს  22 დაზარალებული ქალბატონისთვის  4.7 მილიონი დოლარის გადახდა დაეკისრა.დაზარალებულების მტკიცებით, ჯონსონის პროდუქციის გამოყენების შემდეგ საკვერცხეების კიბო დაე...

  • 16:09

    30 წამში გაქურდული "Apple"-ის მაღაზია - წაღებულია...

    კალიფორნიაში მდებარე "Apple"-ის მაღაზია ოთხმა მამაკაცმა 30 წამში გაქურდა.  წაღებულია 27 000 დოლარის პროდუქცია. მძარცველებს, რომლებსაც კაპიუშონიანი მოსაცმელები ეცვათ მაღაზიაში იმ დროს შევარდნ...

  • 16:14

    "დონალდ ტრამპთან არაჩვეულებრივი საუზმე მქონდა, თან...

    დონალდ ტრამპთან არაჩვეულებრივი საუზმე მქონდა, თანაც აშშ-ს სახსრებით, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განუცხადა. როგორ ჩაიარა საუზმემ? - ამ კითხვით სტოლტ...