0 0 : 5 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

სამინისტროების გაერთიანებით, "ქართულმა ოცნებამ" 6 საჯარო მოხელის ხელფასი დაზოგა

  ახალი ბიუჯეტის პროექტით, სამინისტროების გაერთიანების შედეგად, უწყებებში დასაქმებულთა რაოდენობა თითქმის უცვლელი რჩება. 
  დოკუმენტით, რომელიც პარლამენტში იქნა შეტანილი, ირკვევა, რომ სამინისტროების გაერთიანების შედეგად, ახალ უწყებებში, საერთო ჯამში, 6 ადამიანით ნაკლები გააგრძელებს მუშაობას.

  ასე მაგალითად, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში დასაქმებულია 60 ადამიანი, ხოლო საგარეო საქმეთა სამინისტრში - 775. 

   ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან გაერთიანების შემდეგ, საგარეო უწყებაში დასაქმებულ პირთა რიცხოვნება 835 იქნება, ანუ ორი სამინისტროს გაერთიანებით თანამშრომელთა რაოდენობის შერწყმაც ხდება და არც ერთ საჯარო მოხელეს შემცირება არ ეხება. 

  გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში მომუშავეთა რიცხოვნება 2 203 ადამიანს შეადგენს, ხოლო სოფლის მეურნეობის სამინისტროში - 1377-ს. ცვლილებების შედეგად, გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სამინიტროში დასაქმებულთა რაოდენობა 3 568 იქნება, საბოლოო ჯამში გაერთიანებული სამინისტროში მხოლოდ 12 ადამიანით ნაკლები იმუშავებს, ამ 12 პირიდან 6 მუშაობას განაგრძობს ეკონომიკისა და მდგარი განვითარების სამინისტროში, რომელსაც გარემოს დაცვის სამინისტროს ბუნებრივი რესურსების დაცვის კომპონენტი უერთდება.

  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ენერგეტიკის სამინისტროს გაერთიანების შემდეგ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში მომუშავეთა რიცხოვნება იქნება 929, ანუ ორი უწყების გაერთიანებული თანამშრომლები - ჯამში 923 ადამიანი და ის 6 პირი, რომელიც ეკონომიკის სამინისტროში გარემოს დაცვის უწყებიდან გადაინაცვლებს. დღეს არსებული სურათით ენერგეტიკის სამინისტროში დასაქმებულია 135 ადამიანი, ხოლო ეკონომიკის სამინისტროში - 788 ადამიანი მუშაობს.

  რაც შეეხება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, უწყებაში დასაქმებულია 346 ადამიანი, ხოლო კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში - 6 762. რეფორმის შედეგად, სპორტის სამინისტრო კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს უერთდება და შედეგად, 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, კულტურისა და სპორტის სამინისტროში მომუშავეთა რიცხოვნება იქნება - 7 044, ანუ 64 ადამიანით ნაკლები, თუმცა აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდობის საქმეთა კომპონენტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შეერწყმება და განათლების სამინისტროში დასაქმებულთა რაოდენობაც სწორედ 64 ადამიანით იზრდება. 


კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...