1 6 : 1 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

,,ჩინეთი მზად არის ვიქტორია სეკრეტის ანგელოზებისთვის" - Victoria's Secret 2017 დღეს გაიმართება

ჩამოტვირთვა


დღეს Victoria's Secret 2017 Fashion Show  გაიმართება. მოდის სამყაროში ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებას ჩინეთი,შანხაი უმასპინძლებს. ვიქტორია სეკრეტი აზიაში შოუს პირველად მართავს. აღნიშნულ  გადაწყვეტილებას გარკვეული პრობლემები უკვე მოჰყვა.

 შოუზე გამომსვლელი 63 მოდელიდან, მაყურებლის წინაშე მხოლოდ 55 წარსდგება. სლავი გოგონები, ცნობილი ამერიკელი სუპერმოდელი ჯიჯი ჰადიდი და რამდენიმე ფერადკანიანი გოგონა შოუს ვიზის პრობლემების გამო გამოტოვებს. შოუს ასევე გამოაკლდა ამერიკელი მომღერალი ქეითი ფერი, რომელსაც ჩინეთმა ქვეყანაში შესვლაზე უარი უთხრა (მიზეზი 2015 წლის ინციდენტია. მომღერალს ტაივანში ჰქონდა კონცერტი და ტაივანის დროშა ააფრიალა. მოგეხსენებათ, ტაივანს და ჩინეთს შორის დაძაბული პოლიტიკური ვითარებაა).

ჩინეთის ვიზა ვერ მიიღო ვიქტორია სეკრეტის შოუზე აკრედიტებული ჟურნალისტების ნაწილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები