2 0 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

,,მხოლოდ სამინისტროების გაუქმება არ ნიშნავს, რომ ეს გამოიწვევს ადმინისტრაციული ხარჯების კლებას"

ჩამოტვირთვა

მთავრობაში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებს და სამინისტროების ოპტიმიზაციას საპარლამენტო ოპოზიცია ეხმაურება. ხელისუფლების ოპონენტები ამტკიცებენ, რომ  მთავრობაში კიდევ უფრო იზრდება ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის გავლენა, რასაც შინაგან საქმეთა და ფინანსთა ახალი მინისტრები ადასტურებენ.

ოპოზიციის განცხადებით, გიორგი გახარია და მამუკა ბახტაძე ყოფილი პრემიერის კადრები არიან.

„ნაციონალური მოძრაობა" პრემიერისგან დაკონკრეტებას ითხოვს, თუ რამდენს დაზოგავს შემცირებებით ხელისუფლება და რისთვის გამოიყენებს ის გამოთავისუფლებულ მილიონებს. იმ შემთხვევაში თუ მონაცემები დამაკმაყოფილებელი იქნება, ოპოზიცია მზად არის მას მხარი დაუჭიროს.

„მხოლოდ სამინისტროების გაუქმება თავისთავად არ ნიშნავს იმას, რომ ეს გამოიწვევს ადმინისტრაციული ხარჯების კლებას ან ბიუროკრატიის შემცირებას, იმიტო, რომ შეიძლება ეს ხარჯები პროპორციულად გადანაწილდეს უბრალოდ სხვა სამინისტროებზე. ამიტომ, თუ ჩვენ დავინახავთ, რომ არსებობს რეალური გეგმა, რომელიც დაუბრუნებს ჩვენს ხალხს, გადასახადის გადამხდელებს მათ ფულს, რა თქმა უნდა, რომ ჩვენ ამ ცვლილებებს მხარს დავუჭერთ,“ - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ბიუროკრატიის მნიშვნელოვნად შემცირებას ითხოვს „ევროპული საქართველოც“. პარტიაში ამბობენ, რომ აუცილებელია მოხდეს ხარჯების ოპტიმიზაცია.

„ერთის მხრივ კარგია, როდესაც ვხედავთ, რომ ხდება სამინისტროების შერწყმა, თუმცა აქ არის ერთი მთავარი კითხვის ნიშანი - რამდენად აისახება ეს ბიუჯეტზე და რამდენად გამოიწვევს ხარჯების შემცირებას,“ - აცხადებს გიორგი ტუღუში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები