0 0 : 4 1
 | 

მსოფლიო

ანზორ ერქომაიშვილის ლექცია თემაზე: „ქართული გალობა“

თბილისის მუზეუმების გაერთიანება მერაბ კოსტავას მემორიალურ სახლ-მუზეუმში 13 ოქტომბერს 16:00 საათზე გაიმართება მუსიკოსისა და ფოლკლორისტის, ექვთიმე თაყაიშვილის, ილია ჭავჭავაძის, ივანე ჯავახიშვილის, ალბერტ შვაიცერის, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრემიებისა და სხვა ჯილდოების ლაურეატის ანზორ ერქომაიშვილის ლექცია თემაზე: „ქართული გალობა“

ბატონმა ანზორმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საგუნდო-სადირიჟორო ფაკულტეტი. სხვადასხვა წლებში მიღებული აქვს ექვთიმე თაყაიშვილის ილია ჭავჭავაძის, ივანე ჯავახიშვილის, ალბერტ შვაიცერის, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრემიები და სხვადასხვა ჯილდოები.

13 ოქტომბერს ეროვნული გმირის, ქართველი  დისიდენტის, პოეტის, საზოგადო მოღვაწის, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერისა და მუსიკათმცოდნის მერაბ კოსტავას გარდაცვალების დღეა. მისი მრავალმხრივი შემოქმედება არაერთ საკითხს ეხება, მათ შორისაა ქართული გალობა.  ლექციაზე  განხილული იქნება ბატონი მერაბის მიერ დაწერილი ესსე „საყოველთაო სწავლებისათვის“, რომელშიც იგი ქართული გალობის ჩამოყალიბებისა და განვითარების  საკითხებს მიმოიხილავს.  

ბატონი ანზორ ერქომაიშვილი საჯარო ლექციის ფარგლებში ისაუბრებს შემდეგ  საკითხებზე: საბჭოთა პერიოდში ქართული ფოლკლორის  მდგომარეობა და მისი განვითარების გზები, თბილისის კონსერვატორიაში ფოლკლორის  კათედრის დაარსება და ქართული გალობის  სკოლის  აღორძინების ისტორიული ექსკურსი.

ლექციის ფარგლებში დამსწრე საზოგადოებას შესაძლებლობა ექნება მოისმინონ ანსამბლების „დიდგორი“ და „კირიალესა“ მიერ შესრულებული  საგალობლები და ხალხური სიმღერები.


თარიღი: 13. 10.2017
დრო:  16:00 საათი
მისამართი: თბილისი,  ზანდუკელის ქუჩა N1
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
(+995) 557 59 38 10  ნინო ბარნოვი
თბილისის მუზეუმების გაერთიანების საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 15:30

    წარწერა პირველი ლედის ქურთუკზე - მელანია ტრამპი ...

    მელანია ტრამპი მსოფლიო ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა.ამერიკის პირველი ლედი ტეხასის ბავშვთა თავშესაფარშს ესტუმრა, სადაც აშშ-ში მიგრანტი ბავშვები მოინახულა. დასავლური ტაბლოიდების ყურადღება...

  • 10:50

    კიევის სასამართლო დღეს უკრაინის პრეზიდენტის წინააღ...

    კიევის სასამართლო დღეს უკრაინის პრეზიდენტის წინააღმდეგ მიხეილ სააკაშვილის სარჩელს განიხილავს - ინფორმაციას ამის შესახებ პარტია "ახალი ძალების მოძრაობის" პრეს-სამსახური ავრცელებს.საკასაციო ადმინის...

  • 14:49

    სასულიერო პირმა ნათლობის დროს ატირებულ ბავშვს სილ...

    საფრანგეთის ერთ-ერთ  ეკლესიაში მომხდარმა ფაქტმა საზოგადოების მღელვარება გამოიწვია.ნათლობის დროს სასულიერო პირმა მცირეწლოვან ბავშვს სახეში სილა გააწნა, მხოლოდ იმის გამო რომ მოზარდი ხმამაღლა ტიროდა...

  • 11:15

    სტოლტენბერგმა რუსეთს აგრესიული ქმედებები შეახსენა...

    ომი საქართველოს წინააღმდეგ და მიმდინარე კონფლიქტი უკრაინაში - ნატოს გენერალურმა მდივანმა რუსეთი აგრესიული ქმედებების მაგალითად კიდევ ერთხელ მოიყვანა."დოიჩე ველესთან" ინტერვიუში იენს სტოლტენბერგმა განა...

  • 17:18

    ასე დასრულდა "სელფი" 10 მეტრიან პითონთან...

    პითონმა ტყის მცველის დახრჩობა სცადა.  დიდი ძალისხმევის შემდეგ, მამაკაცმა თავის ყელზე შემოხვეული გველისგან თავი დაიხსნა.10 მეტრი სიგრძის პითონი მას შემდეგ გაბრაზდა, რაც მასთან სელფის გადაღება...

  • 17:28

    ტრამპი ხუმრობის ხასიათზეა, მაგრამ კიმი... - ამ ვი...

    ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის და ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჩენ ინის შეხვედრა შედგა. ორი ქვეყნის ლიდერის შეხვედრა მსოფლიო ყურადღების ცენტრში მოექცა.შეხვედრის ერთ- ერთი ...

  • 17:09

    დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის ისტორიული ხელის ჩ...

    ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა ისტორიული სამიტის დასრულების შემდეგ კორეის ნახევარკუნძულის ბირთვული განიარაღების შესახებ შეთან...