1 9 : 2 5
 | 

მსოფლიო

გიორგი კვირიკაშვილი საზოგადოებას თხოვნით მიმართავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თხოვნით მიმართავს ყველა პირს, ვისაც ომის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა შესახებ რაიმე სახის ინფორმაცია აქვს, ის წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს მიაწოდონ.

როგორც პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, 1992-93 წლებისა და 2008 წლის ომის შედეგად, 2400-ზე მეტი ადამიანია უგზო-უკვლოდ დაკარგული და ბევრი ოჯახი ელოდება თავიანთ საყვარელ ადამიანებს, რომელთა ადგილსამყოფელის შესახებ არაფერი იცის.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 2010 წლიდან დღემდე, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დახმარებით, 110-მა ოჯახმა შეიტყო დაკარგული ოჯახის წევრისა და ახლობლის ხვედრისა და ადგილსამყოფელის შესახებ, დღეს კი ამ რიცხვს კიდევ 25 ოჯახი შეემატა.

„ასობით ოჯახი კი, 20 წელიწადზე მეტია, დღესაც ეძებს მათ საყვარელ ადამიანს, ოჯახის წევრს. მინდა, ვთხოვო და მოვუწოდო ყველა იმ პირს, ვისაც გააჩნია რაიმე სახის ინფორმაცია, მიაწოდოს ის წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს, თბილისში, მოსაშვილის #24-ში მდებარე ოფისში. ეს არის ორგანიზაცია, რომელსაც სრული უფლება აქვს, დაიცვას მიწოდებული ინფორმაციისა და წყაროს კონფიდენციალურობა. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, ნებისმიერი დაკარგულის შესახებ, იქნება ეს აფხაზი, ოსი თუ ქართველი, საქართველოს ნებისმიერი დაკარგული მოქალაქის შესახებ ინფორმაცია, არსებობის შემთხვევაში, მიაწოდოთ ამ ორგანიზაციას“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს გაწეული უმნიშვნელოვანესი სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 10:55

    ტრამპი : "თუ პუტინთან ურთიერთობებს ვერ დავალაგებ, ...

    აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ტელეარხ CNBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ  თუ ის  პუტინთან ურთიერთობებს ვერ დაალაგებს, მაშინ მისი ყველაზე ცუდი მტერი გახდება„ჩემი მიდგომა რუს...

  • 15:23

    დონალდ ტრამპისა და და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა შე...

    დონალდ  ტრამპი და ვლადიმერ პუტინი ერთმანეთს ფინეთის პრეზიდენტის სასახლეში შეხვდნენ. აშშ-სა და რუსეთის სახელმწიფოების მეთაურები ერთმანეთს პირისპირ შეხვდნენ, დახურული შეხვედრა 90 წუთის განმავლ...

  • 23:36

    მსოფლიო ჩემპიონი საფრანგეთის ნაკრები გახდა...

    ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული საფრანგეთის ნაკრები გახდა. გადამწყვეტ მატჩში ფრანგებმა ხორვატია ანგარიშით 4:2 დაამარცხეს. ფინალი მოსკოვში, ლუჟნიკის სტადიონზე გაიმართა. პირველი გოლი ფრა...

  • 23:16

    პუტინის ქოლგა -,,ყველა შეიძლება დასველდეს მის გარდ...

    რუსეთში, მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, ფეხბურთელების დაჯილდოებისას, მაყურებლების ყურადღება  მიიპყრო რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა.წვიმის დაწყებისას  ქოლგა მხოლოდ ვლადიმერ პუ...

  • 12:25

    ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და საოცარი ადგილი მთელ მსო...

    ტიბეტის Larung Gar-ი არის ყველაზე დიდი ბუდისტური უნივერსიტეტი მსოფლიოში. ჩინეთში მდებარე ამ ულამაზეს ადგილას 40 000- ზე მეტი ბერი და მონაზონი ცხოვრობს. Larung Gar  იგივე Larung Valley მსოფლიოს...

  • 15:31

    Johnson's Baby-ს პუდრა კიბოს აჩენს - 22 ქალის საჩ...

    კომპანია ჯონსონ & ჯონსონ -ს  22 დაზარალებული ქალბატონისთვის  4.7 მილიონი დოლარის გადახდა დაეკისრა.დაზარალებულების მტკიცებით, ჯონსონის პროდუქციის გამოყენების შემდეგ საკვერცხეების კიბო დაე...

  • 16:09

    30 წამში გაქურდული "Apple"-ის მაღაზია - წაღებულია...

    კალიფორნიაში მდებარე "Apple"-ის მაღაზია ოთხმა მამაკაცმა 30 წამში გაქურდა.  წაღებულია 27 000 დოლარის პროდუქცია. მძარცველებს, რომლებსაც კაპიუშონიანი მოსაცმელები ეცვათ მაღაზიაში იმ დროს შევარდნ...