1 9 : 4 0
 | 

მსოფლიო

ამანსიო ორტეგა - მკერავის კურიერობიდან მილიარდერობამდე განვლილი გზა

  ჰოლდინგ Inditex-ის (ბრენდები Zara, Pull&Bear და Massimo Dutti) დამაარსებელმა ამანსიო ორტეგამ, Forbes-ის მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში, Microsoft-ის დამაარსებელ ბილ გეიტს გაუსწრო და რეიტინგის სათავეში მოექცა. მისი კაპიტალი   ამჟამად 84.9 მილიარდ დოლარს შეადგენს. 

  ამანსიო ორტეგა 1936 წლის 28 მარტს ესპანეთის პატარა ქალაქ ლეონში დაიბადა. მამამისი რკინიგზის მუშა, ხოლო დედა - მოსამსახურე იყო. ოჯახი სიღარიბეში ცხოვრობდა, ორტეგამ სკოლის დამთავრებაც კი ვერ მოახერხა. 13 წლიდან ერთ-ერთი მკერავის კურიერად დაიწყო მუშაობა, რომელიც მდიდარი კლიენტებისთვის კერავდა. როდესაც ამანსიო 14 წლის გახდა, ოჯახი ლა-კორუნიში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც მამამ ახალი სამსახური მიიღო. სწორედ აქ დაიწყო ამანსიო ორტეგას პროფესიონალური შემოქმედება. თავიდან ქსოვილების გოფრირებითა და მოფარდაგებით იყო დაკავებული, შემდეგ კი ერთ-ერთ იტალიელ მოდელიორთან დამხმარედ დაიწყო მუშაობა. პატარა მკერავი ჭრა-კერვის გარდა, ფასის წარმოშობის სქემას სწავლობდა. სწორედ მაშინ დაფიქრდა, როგორ შეემცირებინა საქონელზე ფასნამატის მაჩვენებელი, რაც შემდგომში ტანსაცმლის იმპერიაში - "ზარაში" გამოიყენეს. 

  1960-იან წლებში ამანსიო ქალაქის ერთ-ერთი მაღაზიის მენეჯერი გახდა. სწორედ ამ მაღაზიაში, დაკვირვების შედეგად აღმოაჩინა, რომ ძვირად ღირებული ტანსაცმლის მომხმარებლების ბაზარი ძალზედ ვიწროა. 

  27 წლის ასაკში ამანსიო ორტეგამ მეუღლესთან ერთად ტრიკოტაჟის ფაბრიკა გახსნა, რომელსაც Confecciones Goa ეწოდა. 

  ფაბრიკა სააბაზანოს ხალათებს, ღამის პერანგებსა და ქალის თეთრეულს აწარმოებდა. ერთხელ ორტეგამ მოდური და ძვირად ღირებული ბრენდის თეთრეული დააკოპირა. სწორედ ეს ფილოსოფია - ძვირფასი ნივთების კოპირება გახდა "ზარას" ბრენდის მომავალი წარმატების საფუძველი. იმავე წელს, მიღებული მოგებიდან ორტეგამ თავისი პატარა მაღაზია გახსნა და Zara დაარქვა. 

  ამანსიო ორტეგას ნამდვილი აღმავლობა 2001 წელს გადადგმულმა ნაბიჯმა მოუტანა: ესპანელმა მილიარდერმა “ინდიტექსის“ აქციების მეოთხედი ღია ბაზარზე განათავსა. მოთხოვნა იმდენად მაღალი იყო, რომ აქციების კურსი 22%-ით გაიზარდა, კომპანიის კაპიტალიზაცია მილიარდებს გასცდა, თავად ორტეგა კი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების კლუბში აღმოჩნდა. 


კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 15:23

    დონალდ ტრამპისა და და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა შე...

    დონალდ  ტრამპი და ვლადიმერ პუტინი ერთმანეთს ფინეთის პრეზიდენტის სასახლეში შეხვდნენ. აშშ-სა და რუსეთის სახელმწიფოების მეთაურები ერთმანეთს პირისპირ შეხვდნენ, დახურული შეხვედრა 90 წუთის განმავლ...

  • 23:36

    მსოფლიო ჩემპიონი საფრანგეთის ნაკრები გახდა...

    ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული საფრანგეთის ნაკრები გახდა. გადამწყვეტ მატჩში ფრანგებმა ხორვატია ანგარიშით 4:2 დაამარცხეს. ფინალი მოსკოვში, ლუჟნიკის სტადიონზე გაიმართა. პირველი გოლი ფრა...

  • 23:16

    პუტინის ქოლგა -,,ყველა შეიძლება დასველდეს მის გარდ...

    რუსეთში, მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, ფეხბურთელების დაჯილდოებისას, მაყურებლების ყურადღება  მიიპყრო რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა.წვიმის დაწყებისას  ქოლგა მხოლოდ ვლადიმერ პუ...

  • 12:25

    ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და საოცარი ადგილი მთელ მსო...

    ტიბეტის Larung Gar-ი არის ყველაზე დიდი ბუდისტური უნივერსიტეტი მსოფლიოში. ჩინეთში მდებარე ამ ულამაზეს ადგილას 40 000- ზე მეტი ბერი და მონაზონი ცხოვრობს. Larung Gar  იგივე Larung Valley მსოფლიოს...

  • 15:31

    Johnson's Baby-ს პუდრა კიბოს აჩენს - 22 ქალის საჩ...

    კომპანია ჯონსონ & ჯონსონ -ს  22 დაზარალებული ქალბატონისთვის  4.7 მილიონი დოლარის გადახდა დაეკისრა.დაზარალებულების მტკიცებით, ჯონსონის პროდუქციის გამოყენების შემდეგ საკვერცხეების კიბო დაე...

  • 16:09

    30 წამში გაქურდული "Apple"-ის მაღაზია - წაღებულია...

    კალიფორნიაში მდებარე "Apple"-ის მაღაზია ოთხმა მამაკაცმა 30 წამში გაქურდა.  წაღებულია 27 000 დოლარის პროდუქცია. მძარცველებს, რომლებსაც კაპიუშონიანი მოსაცმელები ეცვათ მაღაზიაში იმ დროს შევარდნ...

  • 16:14

    "დონალდ ტრამპთან არაჩვეულებრივი საუზმე მქონდა, თან...

    დონალდ ტრამპთან არაჩვეულებრივი საუზმე მქონდა, თანაც აშშ-ს სახსრებით, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განუცხადა. როგორ ჩაიარა საუზმემ? - ამ კითხვით სტოლტ...