2 2 : 0 6
 | 

მსოფლიო

"გასახდომი აბები დაულევია, ძალიან სწრაფად დაიკლო წონაში და სამ თვეში გარდაიცვალა"

სოციალურ ქსელში გავრცელებულ წერილს, რომელიც ერთ-ერთი მრავალპროფილური კლინიკის დირექტორს ეკუთვნის, დიდი გამოხმაურება მოჰყვა. 

"საქართველოს ერთ-ერთ სოფელში ახალგაზრდა ქალბატონი მოულოდნელად გარდაიცვალა და ორი შვილი დარჩა ობლად. როგორც ოჯახის ახლობლები იხსენებენ, გასახდომი აბები დაულევია, ძალიან სწრაფად დაიკლო წონაში და სამ თვეში გარდაიცვალა. ორგანიზმში ისეთი შეუქცევადი პროცესები დაიწყო, რომ ვეღარაფერი უშველეს. დღის ბოლოს, კიდევ ერთ შეხვედრამდე დარჩენილ დროში, დაქანცული რომ დაჯდები და წერა მოგინდება. მთელი დღე მოუსვენრად ვარ. ბევრი მიზეზია ალბათ, დაძაბული რეჟიმი, სიცხე, გადაღლილობა... მაგრამ არა. ახლა მივხვდი, რა მჭირს.  ქვეცნობიერად საშინლად დათრგუნული ვარ სრულიად უცნობი ახალგაზრდა ქალის სიკვდილის გამო. ასე აზრს, ქმედებას, ყველფერს თან დაჰყვება ეს საშინელი განცდა. ჯვარი მწერია და ჯვარი გწერიათ ყველას. არა, წარმოდგენაც არ მინდა, მე რომ რამე მომივიდეს, ჩემს პატარებს რა ეშველებათ. კეთილ ადამიანებს რა დალევს. ახლობლებს, ნათესავებს. მაგრამ დედის მსგავსი, დედის სითბოს სანაცვლო არაფერია, ასე მგონია.


არანაირი გასახდომი საშუალებები. არანაირი წამლები. გადააგდეთ ყველაფერი. შეიყვარეთ საკუთარი თავები ისეთები, როგორებიც ხართ. ადამიანები გვიყვარებენ უფრო მეტად ჩვენი აურის, ხასიათის, ბუნების გამო. მეტი იზრუნეთ შინაგანზე. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, ნუ დაიზარებთ ექიმთან ვიზიტს, 6 თვეში ერთხელ აკონტროლეთ ყველაფერი, თუნდაც არანაირი სიმპტომი არ გქონდეთ ავადმყოფობის. შვილებს ლამაზებზე მეტად, ჯანმრთელები და ცოცხლხები ვჭირდებით. 
იმდენად პატარაა დრო, იმდენად ვიწროა ჩვენთვის გამოყოფილი მოედანი, იმდენი საცალფეხო ბილიკია. გიყვარდეთ, გიხაროდეთ და ყველაფერი კარგად იქნება. სიყვარული ბევრ რამეს კურნავს, გაწყენინეს? დაივიწყეთ. ვერ პატიობთ? ნუ გაიხსენებთ მაინც. ეცადეთ, მხოლოდ დადებითი ემოცია გასცეთ და უკან იგივეს თუ ვერ მიიღებთ, ჩათვალეთ, რომ უბრალოდ დროის ბრალია. გაუფრთხილდით ერთმანეთს და საკუთარ თავებს ერთმანეთის გამო. ნუ კრავთ ხელს ადამიანს, რომელსაც უხარიხართ და რომელიც გამოხატავს სითბოს. თუ ვერ უპასუხებთ, გულს მაინც ნუ ატკენთ.


ყოველთვის მოიცალეთ მშობლებისთვის, შვილებისთვის. ღამის თევად რომ დაგიჯდეთ, შვილებთან საუბრის გარეშე ნუ დაიძინებთ.


დიდაქტიკური ტონალობა სდევს ალბათ ამ ტექსტს, მაგრამ ახლა ამ ხასიათზე ვარ... სხვების შვილებს გაუფრთხილდით, ობოლი რაც უნდა დალხენილი იზრდებოდეს, მაინც ობოლია... ნუ დაინანებთ სითბოს, ჩახუტებას და მოფერებას. გამჩენმა უკეთ იცის ალბათ, რა და როგორ, მაგრამ როცა ასე ახალგაზრდები მიდიან, სულ მიჩნდება საშინელი კითხვა. სადა ხარ, ღმერთო. გიყვარდეთ სიცოცხლე და ყველაფერი, რაც ამ სამყაროში მოგეცათ. დრო ცოტაა.", - წერს თამარ ბარბაქაძე სოციალურ ქსელში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 10:55

    ტრამპი : "თუ პუტინთან ურთიერთობებს ვერ დავალაგებ, ...

    აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ტელეარხ CNBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ  თუ ის  პუტინთან ურთიერთობებს ვერ დაალაგებს, მაშინ მისი ყველაზე ცუდი მტერი გახდება„ჩემი მიდგომა რუს...

  • 15:23

    დონალდ ტრამპისა და და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა შე...

    დონალდ  ტრამპი და ვლადიმერ პუტინი ერთმანეთს ფინეთის პრეზიდენტის სასახლეში შეხვდნენ. აშშ-სა და რუსეთის სახელმწიფოების მეთაურები ერთმანეთს პირისპირ შეხვდნენ, დახურული შეხვედრა 90 წუთის განმავლ...

  • 23:36

    მსოფლიო ჩემპიონი საფრანგეთის ნაკრები გახდა...

    ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული საფრანგეთის ნაკრები გახდა. გადამწყვეტ მატჩში ფრანგებმა ხორვატია ანგარიშით 4:2 დაამარცხეს. ფინალი მოსკოვში, ლუჟნიკის სტადიონზე გაიმართა. პირველი გოლი ფრა...

  • 23:16

    პუტინის ქოლგა -,,ყველა შეიძლება დასველდეს მის გარდ...

    რუსეთში, მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, ფეხბურთელების დაჯილდოებისას, მაყურებლების ყურადღება  მიიპყრო რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა.წვიმის დაწყებისას  ქოლგა მხოლოდ ვლადიმერ პუ...

  • 12:25

    ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და საოცარი ადგილი მთელ მსო...

    ტიბეტის Larung Gar-ი არის ყველაზე დიდი ბუდისტური უნივერსიტეტი მსოფლიოში. ჩინეთში მდებარე ამ ულამაზეს ადგილას 40 000- ზე მეტი ბერი და მონაზონი ცხოვრობს. Larung Gar  იგივე Larung Valley მსოფლიოს...

  • 15:31

    Johnson's Baby-ს პუდრა კიბოს აჩენს - 22 ქალის საჩ...

    კომპანია ჯონსონ & ჯონსონ -ს  22 დაზარალებული ქალბატონისთვის  4.7 მილიონი დოლარის გადახდა დაეკისრა.დაზარალებულების მტკიცებით, ჯონსონის პროდუქციის გამოყენების შემდეგ საკვერცხეების კიბო დაე...

  • 16:09

    30 წამში გაქურდული "Apple"-ის მაღაზია - წაღებულია...

    კალიფორნიაში მდებარე "Apple"-ის მაღაზია ოთხმა მამაკაცმა 30 წამში გაქურდა.  წაღებულია 27 000 დოლარის პროდუქცია. მძარცველებს, რომლებსაც კაპიუშონიანი მოსაცმელები ეცვათ მაღაზიაში იმ დროს შევარდნ...