2 1 : 1 8
 | 

მსოფლიო

პროქტი Check in Georgia აქტიურ ფაზაში შედის

ზაფხულის ტურისტული სეზონის გააქტიურებასთან ერთად განსაკურებით აქტიურ ფაზაშ შედის პროექტი Check in Georgia-ც. მიმდინარე და მომდევნო თვეებში არაერთი ღონისძებაა დაგეგმილი, მათ შორის BLACK SEA ARENA - ზე.

LINE UP

23 ივლისი- ქეთი მელუა და გორის კალთა კაპელა

1 აგვისტო ერისიონი

5 აგვისტო - ქართული ხმები- 30 წელი სცენაზე

9 აგვისტო- ირმა ნიორაძე- მსოფლიო ბალეტის ვარსკვლავები

15 აგვისტო- ირაკლი ჩარკვიანი

18 აგვისტო- ჯიპსი კინგი

21 აგვისტო - ნინო ქათამაძე

2 სექტემბერი- ფოლკლორის ფესტივალი, სპეციალური სტუმარი ფლამენკო

გარდა ამისა, Check in Georgia-ს ფარგლებში უკვე დაიწყო ჯემ ფესტი. ფესტივალი 33 დღის განმავლობაში, 14 ივლისიდან 15 აგვისტომდე გაგრძელდება და 500-ზე მეტი არტისტიდაუკრავს, მათ შორის ელექტრონული მუსიკის საერთაშორისო დონის ვარსკვლავები. 

 საფესტივალო ტერიტორიაზე 8 სცენა 24/7-ზე იმუშავებს. ფესტივალის ფარგლებში გაიმართება 3000-ზე მეტი ივენთი და ტერიტორიაზე ყოველდღიურად მოეწყობა სხვადასხვა სპორტული აქტივობები.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ Check in Georgia-ს ფარგლებში საქართველო წელს პირველად (ნოემბერში) მასპინძლობს საბავშვო  ევროვიზიას. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ქვეყნისცნობადობის ასამაღლებლად, პოპულარიზაციისა და ტურისტული პოტენციალის გასაზრდელად.

საბავშვო ევროფესტივალის ტრანსილება მსოფლიოს ოცამდე ქვეყანაში ხდება და მას თვალყურსდაახლოებით 20 მილიონი ტელემაყურებელი ადევნებს, ამასთან, კონკურსს გააშუქებენ ჟურნალისტებიმსოფლიოს 20-მდე ქვეყნიდან. ეს კიდევ ერთი შესაძლებლობაა, რომ  ჩვენი ქვეყანა, მისი კულტურა დატურისტული პოტენციალი გავაცნოთ საერთაშორისო საზოგადოებას.

ჩამოთვლილი ღონისძიებების გარდა, სახელმწიფოს მხარდაჭერით 2017 წელს მიმდინაეობს და დაგეგმილია  სხვა  მნიშვნელოვანი მუსიკალური, სპორტული და სხვა   ღონისძიებები, რომლებიცერთი საერთო კონცეფციის - Check in Georgia-ს ქვეშ ერთიანდება. მათ შორის არტ გენი, ფოლკლორული ფესტივალი საქართველოს 8 რეგიონში, ბათუმის მუსიკალური ფესტივალი, თბილისის საერთაშორისო ფოტო ფესტივალი, თეატრალური ფესტივალი, საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალი, თელავის მუსიკალური ფესტივალი, თბილისის ბაროკოს ფესტივალი, ჯანსუღ კახიძის სახელობის საერთაშრისო მუსიკალური ფესტივალი, ქართული ღვინის დღე და ა, შ. 

პროექტის ფარგლებში უკვე ჩატარდა რამდენიმე მასშტაბური ღონისძიება, მათ შორის აერო სმიტი ბლექ სი არენაზე, სოუ ფესტივალი, ფესტივალი სოფარი, საბალეტი ფესტივალი და ა.შ

პროექტ Check in Georgia-ს კომპლექსური დატვირთვა აქვს ტურიზმის  თვალსაზრისით. ისდამატებითი საშუალებაა ადგილზე ჩამოსული ტურისტებისთვის, რომ  უკეთესი შთაბეჭდილებებითდატოვონ საქართველო.  ამასთან, ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს კურორტებზე  ტურისტულისეზონის გახანგრძლივების  და ზოგადად, ჩვენი ქვეყნის ცნობადობის ზრდის მიმართულებით.

პროექტი მნიშვნელოვანია ქვეყნის იმიჯის თვალსაზრისითაც. უცხოელი ვარსკვლავების კონცერტებიხელს უწყობს საქართველოს, როგორც დინამიური და უსაფრთხო ქვეყნის იმიჯის დამკვიდრებას.

 Check In Georgia მნიშვნელოვანი პროექტია ქვეყნის და ჩვენი შავი ზღვისპირა რეგიონებისპოპულარიზაციისთვის და ადგილობრივი მოსახლეობის შემოსავლების ზრდისთვის. ასევე მნიშვნელოვანია მისი ეკონომიკური ეფექტი.  

საქართველო მსოფლიო ტურისტულ რუკაზე  კიდევ ერთხელ ფიქსირდება, როგორც საერთაშორისოსტანდარტის კულტურული ღონისძიებების ჩატარების სერიოზული ადგილი, რაც ხელს შეუწყობსქვეყნის შემოსავლების ზრდასაც. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:15

    სტოლტენბერგმა რუსეთს აგრესიული ქმედებები შეახსენა...

    ომი საქართველოს წინააღმდეგ და მიმდინარე კონფლიქტი უკრაინაში - ნატოს გენერალურმა მდივანმა რუსეთი აგრესიული ქმედებების მაგალითად კიდევ ერთხელ მოიყვანა."დოიჩე ველესთან" ინტერვიუში იენს სტოლტენბერგმა განა...

  • 17:18

    ასე დასრულდა "სელფი" 10 მეტრიან პითონთან...

    პითონმა ტყის მცველის დახრჩობა სცადა.  დიდი ძალისხმევის შემდეგ, მამაკაცმა თავის ყელზე შემოხვეული გველისგან თავი დაიხსნა.10 მეტრი სიგრძის პითონი მას შემდეგ გაბრაზდა, რაც მასთან სელფის გადაღება...

  • 17:28

    ტრამპი ხუმრობის ხასიათზეა, მაგრამ კიმი... - ამ ვი...

    ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის და ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჩენ ინის შეხვედრა შედგა. ორი ქვეყნის ლიდერის შეხვედრა მსოფლიო ყურადღების ცენტრში მოექცა.შეხვედრის ერთ- ერთი ...

  • 17:09

    დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის ისტორიული ხელის ჩ...

    ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა ისტორიული სამიტის დასრულების შემდეგ კორეის ნახევარკუნძულის ბირთვული განიარაღების შესახებ შეთან...

  • 10:50

    BBC "ბოტების" აქციაზე სტატიას აქვეყნებს...

    BBC საქართველოში, მთავრობის კანცელარიასთან გაიმართულ აქციაზე „ბოტები კანცელარიისათვის“ სტატიას აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია, რომ პრემიერ მინისტრის ოფისის წინ გამართულმა “ბოტების” აქციამ სოციალურ ქსელში...

  • 23:31

    აზერბაიჯანელი დეპუტატი: პატარძლის მოტაცება ადამიან...

    აზერბაიჯანის მმართველი პარტიის [“ენი აზერბაიჯანი”] აღმასრულებელი მდივნის თავმჯდომარემ, მილი მეჯლისის საზოგადოებრივი გაერთიანებებისა და რელიგიურ სტუქტურების საკითხებზე მომუშავე კომიტეტის თავმჯდომარემ ს...

  • 23:03

    საქორწილო ფიცი და ბეჭდების გაცვლა სამეფო ოჯახში - ...

    პრინცი ჰარი და მეგან მარკლი დაქორწინდნენ. ჯვრისწერის ცერემონია უინძორის სასახლის წმინდა გიორგის სამლოცველოში გაიმართა. წყვილს ჯვარი კენტერბერის არქიეპისკოპოსმა დაწერა. ცერემონიას 800-მდე სტუმარი ...