1 0 : 3 6
 | 

მსოფლიო

ყაჩაღობის მეოთხე შემთხვევა ხობში - შეიარაღებული პირები კვირკვაიების ოჯახს დაესხნენ თავს

 მორიგი ყაჩაღობა  ხობის რაიონში .   სოფელ ხიბულაში 2 ნიღბიანი შეიარაღებული პირი გიმზერ კვირკვაიას ოჯახს დაესხა თავს. თავდამსხმელებმა ოჯახის ერთ-ერთი წევრი, რომელიც ეზოში იმყოფებოდა, დააკავეს და საცხოვრებელ სახლში იარაღის მუქარით შეაღწიეს. 

 თავდამსხმელები თანხას და ძვირფას ნივთებს ითხოვდნენ. წაღებულია 80 ლარი და ოქროს ნივთები. კვირკვაიების ოჯახმა ორი დღის წინ თხილი გაყიდა, სწორედ რეალიზებიდან მიღებულ თანხას მოითხოვდნენ ისინი. ოჯახი ჰყვება, რომ მათ თავდამსხმელები ნახევარი საათის განმავლობაში აწამებდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. ამ დროისთვის სამართალდამცავებს არავინ დაუკავებიათ. უწყების ინფორმაციით, ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

ეს სოფელ ხიბულაში ყაჩაღობის უკვე მეოთხე შემთხვევაა. ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ თავდასხმას ერთიაიგივე კრიმინალური დაჯგუფება ახორციელებს. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 17:18

    ასე დასრულდა "სელფი" 10 მეტრიან პითონთან...

    პითონმა ტყის მცველის დახრჩობა სცადა.  დიდი ძალისხმევის შემდეგ, მამაკაცმა თავის ყელზე შემოხვეული გველისგან თავი დაიხსნა.10 მეტრი სიგრძის პითონი მას შემდეგ გაბრაზდა, რაც მასთან სელფის გადაღება...

  • 17:28

    ტრამპი ხუმრობის ხასიათზეა, მაგრამ კიმი... - ამ ვი...

    ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის და ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჩენ ინის შეხვედრა შედგა. ორი ქვეყნის ლიდერის შეხვედრა მსოფლიო ყურადღების ცენტრში მოექცა.შეხვედრის ერთ- ერთი ...

  • 17:09

    დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის ისტორიული ხელის ჩ...

    ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა ისტორიული სამიტის დასრულების შემდეგ კორეის ნახევარკუნძულის ბირთვული განიარაღების შესახებ შეთან...

  • 10:50

    BBC "ბოტების" აქციაზე სტატიას აქვეყნებს...

    BBC საქართველოში, მთავრობის კანცელარიასთან გაიმართულ აქციაზე „ბოტები კანცელარიისათვის“ სტატიას აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია, რომ პრემიერ მინისტრის ოფისის წინ გამართულმა “ბოტების” აქციამ სოციალურ ქსელში...

  • 23:31

    აზერბაიჯანელი დეპუტატი: პატარძლის მოტაცება ადამიან...

    აზერბაიჯანის მმართველი პარტიის [“ენი აზერბაიჯანი”] აღმასრულებელი მდივნის თავმჯდომარემ, მილი მეჯლისის საზოგადოებრივი გაერთიანებებისა და რელიგიურ სტუქტურების საკითხებზე მომუშავე კომიტეტის თავმჯდომარემ ს...

  • 23:03

    საქორწილო ფიცი და ბეჭდების გაცვლა სამეფო ოჯახში - ...

    პრინცი ჰარი და მეგან მარკლი დაქორწინდნენ. ჯვრისწერის ცერემონია უინძორის სასახლის წმინდა გიორგის სამლოცველოში გაიმართა. წყვილს ჯვარი კენტერბერის არქიეპისკოპოსმა დაწერა. ცერემონიას 800-მდე სტუმარი ...

  • 22:36

    პრინცი ჰარი და მეგან მარკლი - ულამაზესი სამეფო ქორ...

    პრინცი ჰარი და მეგან მარკლი დაქორწინდნენ. ჯვრისწერის ცერემონია უინძორის სასახლის წმინდა გიორგის სამლოცველოში გაიმართა. წყვილს ჯვარი კენტერბერის არქიეპისკოპოსმა დაწერა. ცერემონიას 800-მდე სტუმარი ...