1 8 : 1 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

Batumi Music Fest-ის კონკურსი ახალგაზრდა პიანისტებისთვის

ბათუმის კლასიკური მუსიკის მეხუთე საერთაშორისო ფესტივალს Batumi Music Fest-ს, რომელიც 2-8 სექტემბერს ჩატარდება, წელს,ცნობილი ფრანგი მუსიკოსი და მეთოდოლოგი მიშელ სონი ეწვევა და ახალგაზრდა ქართველ პიანისტებს მასტერკლასებს ჩაუტარებს. 

მიშელ სონიმ, შეიმუშავა საფორტეპიანო ხელოვნების სწრაფი დაუფლების ახალი სისტემა. მეთოდი შეიცავს პროგრესული განვითარების რამდენიმე ეტაპს ტექნიკისა და ბგერის დასახვეწად. სპეციალური სავარჯიშოები, ეფექტურად ახდენენ მოსწავლის ინდივიდუალურ განვითარებას და ზოგადად ხელს უწყობენ ფორტეპიანოზე დაკვრის  შესწავლის პროცესს.

მასტერკლასების გარდა, ფესტივალის ფარგლებში 7 სექტემბერს ახალგაზრდა პიანისტების  ერთდღიანი  კონკურსი ჩატარდება. კონკურსის გამარჯვებულებს მიშელ სონის ფონდისგან  „SOS Talents” ფულადი პრემიები  გადაეცემათ და საზღვარგარეთ დაგეგმილ კონცერტებზე იქნებიან მიწვეულნი. კონკურსში მონაწილეობის მიღება 7-დან 15 წლამდე მსურველებს შეეძლებათ. რეგისტრაცია დაწყებულია და 20 აგვისტომდე გაგრძელდება.  

Batumi Music Fest-ს და მის ფარგლებში ჩატარებულ ღონისძებებს ელისო ბოლქვაძის საქველმოქმედო ფონდი „ლირა“ მართავს. ფესტივალის მთავარი მიზანი ნიჭიერი მუსიკოსების აღმოჩენა და კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციაა. პროექტის მხარდამჭერი თიბისი ბანკია. 

კონკურსში მონაწილეობის მსურველებს რეგისტრაცია და მეტი ინფორმაციის მიღება შემდეგ მისამართზე მიწერით შუძლიათ -[email protected]

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...