0 0 : 4 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

პაშა ბანკი - ჟურნალ OK!-ის მწვანე წვეულების პარტნიორი

4 ივლისს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით და პაშა ბანკთან პარტნიორობით ჟურნალ OK!-ის მიერ ორგანიზებული მწვანე წვეულება გაიმართა.

ღონისძიება „თბილისი გარდენსში“ ჩატარდა და მას მთავრობის, ბიზნესისა და შოუ ბიზნესის წარმომადგენლები დაესწრნენ. სტუმრებს საჩუქრად გადაეცათ ნერგები და მიეცათ საშუალება, ენახათ საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე გადაღებული ფილმი.

 “2017 წელს პაშა ბანკის მხრიდან არაერთი გარემოსდაცვითი პროექტი იქნა ინიცირებული და განხორციელებული. ჩვენ გვეამაყება, რომ უკვე ათასობით ხის ნერგი დავრგეთ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. მათ შორის არის ისეთი უნიკალური ქართული ჯიშის ხეებიც, როგორიცაა წითელ ნუსხაში აღრიცხული “იბერიული მუხა”. მოხარული ვართ, რომ მედიაც ჩაერთო “მწვანე პროექტების” მხარდაჭერაში და ეკოლოგიური პრობლემების ცნობადობის ამაღლებაში. აღნიშნული ღონისძიების პარტნიორობა ჩვენი მწვანე კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ხაზის ერთგვარი გაგრძელებაა. მედი გვაქვს, რომ ერთად მუშაობით შევძლებთ მნიშვნელოვანი და დადებითი კვალი დავტოვოთ გარემოზე.” - აღნიშნა პაშა ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსმა, ანანო ქორქიამ.

 როგორც გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში აცხადებენ, სამინისტრო მიესალმება მედიის, კერძო სექტორისა და სახელმწიფოს თანამშრომლობას მწვანე თემატიკის პოპულარიზაციის საქმეში და მომავალშიც დაუჭერს მხარს მსგავს აქტივობებს იმისათვის, რომ როგორც საზოგადოების, ისე ბიზნესის მაქსიმალურად დიდმა ნაწილმა გაითავისოს ეკოლოგიური პროექტების და ზოგადად ეკო ინიციატივების მნიშვნელობა ჯანსაღი გარემოს შექმნაში. 

 მაიკო წერეთელი, ჟურნალ OK!-ის აღმასრულებელი დირექტორი: „დღევანდელი საღამო მთლიანად მწვანე თემატიკას მივუძღვენით, გაფორმება და დეკორაციაც ეკო მიდგომებით გავიაზრეთ. დიდი მადლობა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს და პაშა ბანკს მხარდაჭერისთვის, რაც სტიმულს გვაძლევს მწვანე თემატიკაზე მუშაობა გავაგრძელოთ და საზოგადოების უფრო დიდ ნაწილს მივაწოდოთ ინფორმაცია და მეტი ინტერესი გავუჩინოთ ეკო პროექტების მიმართ.“

 პაშა ბანკის მიერ განხორციელებულ გარემოს დაცვით პროექტებს შორისაა:


-    2,017 ძირი ქართული ფიჭვის ნერგის დარგვა ბორჯომის მახლობლად 2008 წლის აგვისტოში დამწვარი 260 ჰექტარი ტყის აღდგენითი სამუშაოების ფარგლებში
-    აჯამეთის დაცულ ტერიტორიაზე1,000 ძირი ქართული და იმერული მუხის დარგვა; ეს უკანასკნელი შესულია წითელ ნუსხაში და მინიჭებული აქვს გადაშენების საფრთხის პირას მყოფი მცენარის სტატუსი
-    პროექტი „აღადგინეს“ ფარგლებში დამატებით 500 ხის დარგვა ბორჯომის ტყის აღსადგენად
-    როტარი კლუბი თბილისი ამბასადორის მიერ ინიცირებული ეკო-პროექტის მხარდაჭერა სოფელ კონდოლში, რომლის ფარგლებშიც მოხდა სკოლის ეზოში სკვერის გაშენება, ხეების დარგვა და ეკო-კლუბის ჩამოყალიბება

-    1 ივნისს, ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით Georgia Today-ისთან ერთად განხორციელებული პროექტის ფარგლებში თბილისის ათი სკოლისთვის ქართული სოჭის ნერგების საჩუქრად გადაცემა.

პაშა ბანკი 2017 წელს კიდევ არაერთი გარემოსდაცვითი პროექტის განხორციელებას გეგმავს.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...