1 9 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"მცირეწლოვან შვილებთან ერთად დავდგებით საპატრიარქოსთან" - დეკანოზის ძმა, თორნიკე მამალაძე

ჩამოტვირთვა

დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის ულტიმატუმი საპატრიარქოს. იმ შემთხვავაში, თუ მათი შეხვედრა ილია მეორესთან უახლოეს ორ დღეში ვერ მოხერხდება, მთელით ოჯახით, მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად აპირებენ საპატრიარქოსთან მისვლას და ამ ფორმით კიდევ ერთხელ მოითხოვენ კათოლიკოს პატრიარქთან შეხვედრას.

ე.წ. ციანიდის საქმეზე დაკავებული დეკანოზის ოჯახი უკვე თბილისში იმყოფება. ბრალდებულის ძმა არ გამორიხავს, რომ ილია მეორე საერთოდ არ იყოს ინფორმირებული მათი თხოვნის შესახებ.

 

"გვატყუებენ, ხან უწმინდესი შეუძლოდ არისო, ხან ბობოყვათში არისო, ორშაბათს დამირეკეს და მითხრეს, სამშაბათს 11 საათზე იქნება შეხვედრაო, რის შემდეგაც, ისევ ორშაბათს დამირეკეს და მითხრეს, პატრიარქი შეუძლოდ არისო. თუ ამ ორ დღეში არ მოხერხდება უწმინდესთან შეხვედრა, მამა გიორგის ოჯახი, თავის მცირეწლოვან შვილებთან ერთად დავდგებით საპატრიარქოსთან, სხვა გზა არ დაგვიტოვეს, უკიდურეს ზომამდე მივყავართ," - აცხადებს დეკანოზის ძმა, თორნიკე მამალაძე. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები