აბრაამლინკოლნიაღიარებულიაერთ-ერთუდიდესამერიკელლიდერად, რომელსაც განსაკუთრებილი პატივისცემით მოიხსენიებენ
ლინკოლნის სახელი უკავშირდება აშშ-ის ისტორიაში უდიდეს შიდაპოლიტიკურ კრიზისს, 1861-65 წლების სამოქალაქო ომს. ლინკოლნმა, რომელიც პირველი რესპუბლიკელი პრეზიდენტი იყო, ომის მიუხედავად შეძლო შეენარჩუნებინა შტატების ერთობა და ბოლო მოეღო მონობისთვის.
“ჩემი აზრით, ლინკოლნი ამერიკელებში პოპულარობით სარგებლობს იმის გამო, რომ განასახიერებს იმას, რაც დღემდე მიგვაჩნია “ამერიკულ ოცნებად”. მან მწვერვალს მიაღწია უაღრესად მოკრძალებული პირობების მიუხედავად და ეს შეძლო საკუთარი ძალისხმევის შედეგად. ის წარმატებული პრეზიდენტი იყო ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მძიმე განხეთქილებით გამორჩეული კრიზისის დროს. და, რა თქმა უნდა, მისი დამსახურებაა ალბათ ყველაზე გამორჩეული ჟესტი - ადამიანის უფლებების დამკვიდრებისა და დაცვის თვალსაზრისით (ეს დანამდვილებით შეიძლება ითქვას ამერიკის ისტორიაზე და შესაძლოა კაცობრიობის ისტორიაზეც) - მონების ემანსიპაცია”. ასე განმარტავს აშშ-ის რიგით მე-16 პრეზიდენტისადმი ამერიკელების განსაკუთრებული პატივისცემის მიზეზებს ცნობილი ამერიკელი ისტორიკოსი, როდნი დევისი.
დევისის შეფასებით, მართვის სტილი, რომელიც აბრაამ ლინკოლნს ახასიათებდა, არ მოძველებულა, დღემდე შთამბეჭდავი და აქტუალურია.
“აუცილებელია ადამიანებთან საკმარისად კომუნიცირების უნარი. ლინკოლმა ეს უნარი გამოავლინა მთელი რიგი საჯარო მიმართვებით, რომელთაც თავისი პრეზიდენტობის წლებში აქვეყნებდა და რომლებითაც განმარტავდა თავის პოზიციას უთანხმოების გამომწვევი გარკვეული საკითხების შესახებ. დღეს კომუნიკაცია გაცილებით უფრო იოლია - შესაძლოა იმდენად იოლი, რომ ბანალურიც ხდება. მაგრამ ამისდა მიუხედავად, ძალიან მნიშვნელოვანია პრეზიდენტს შეეძლოს ხალხთან კომუნიკაცია - თან ისე, რომ ადამიანებისთვის მისაღები იყოს”
ნატომ ახლავე უნდა დაიწყოს მზადება იმისთვის, რომ მომავალში რუსეთის ფედერაცია დაიშლება. ეს აზრი ფრანგმა გენერალმა, ევროპაში ნატოს ძალების მეთაურის ყოფილმა მოადგილემ, მიშელ იაკოვლეფმა საფრანგეთის საზღვაო...
თეთრი სახლის ოფიციალური პირები ჯო ბაიდენის მოულოდნელ ვიზიტს კიევში – ომის ზონაში მდებარე და მუდმივად თავდასხმის ქვეშ მყოფ ქალაქში აღწერენ როგორც “თანამედროვე დროში უპრეცედენტოს”. ისი...
ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი რუს გუბერნატორებს აკრიტიკებს და მოუწოდებს, რომ ომში დაღუპულთა რიცხვი აღარ დაასახელონ. „არ მესმის, როდესაც რეგიონების ლიდერები ყვირიან სპეციალურ სამხედრო ოპერაციაშ...
ძლიერი მიწისძვრა თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით, სირიის საზღვართან მოხდა. თავდაპირველი ინფორმაციით თურქეთში 76-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ხოლო მეზობელ სირიაში 50-ზე მეტი. თუმცა მსხვერპლთა რიცხვი სტაბილუ...
უკრაინამ ევროკავშირის 18 მილიარდი ევროს მაკროფინანსური პროგრამიდან პირველი ტრანში, 3 მილიარდი ევრო მიიღო, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი „ტვიტერზე“ წერს. &bdqu...
თეთრ სახლში ვიზიტის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კონგრესში მივიდა. ამერიკელი კანონმდებლების წინაშე სიტყვით გამოსვლამდე, ზელენსკი დემოკრატებისა და რესპუბლიკელთა ლიდერებს შეხვდა როგორც ...
ევროკომისია რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეცხრე პაკეტის იდეით გამოდის. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმაურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა. წინადადების თანახმად, ახალმა სასანქციო პაკეტმა უნდა გაითვ...
კომენტარები