1 4 : 0 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"NDI"-ის კვლევის შედეგები თბილისში გამართულ შეხვედრაზე შეაჯამეს

ჩამოტვირთვა

NDI-ის საგარეო პოლიტიკური კვლევის შედეგები თბილისში გამართულ შეხვედრაზე შეაჯამეს. არასამთავრობო სექტორისა და ატლანტიკური საბჭოს წარმომადგენლებმა ის საფრთხეები განიხილეს, რომელიც რუსულ პროპაგანდასა და ჰიბრიდულ ომს უკავშირდება. დისკუსია შეეხო მოსახლეობის განწყობების ცვლილებას ნატოსა და ევროკავშირის მიმართ.

„ვისაუბრეთ თუ როგორ გავლენას ახდენს ხალხზე რუსული პროპაგანდა, როგორი შეუძლია რუსეთს შეცვალოს ადამიანების შეხედულებები და ინფორმაცია ევროატლანტიკურ მისწრაფებებს,“ - აცხადებს აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საქართველოს ოფისის დირექტორი, ლორა ტორნტონი.

საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცე პრეზიდენტი, ბათუ ქუთელია აღნიშნავს, რომ აუცილებელია სიღრმისეული ანალიზი განხორციელდეს.

„აუცილებელია, გარდა ზედაპირული ანალიზისა, უფრო სიღრმისეულად გავაანალიზოთ კონკრეტული შედეგები. დავაკავშიროთ ეს ზოგადად, ქვეყანაში მიმდინარე სოციალურ და პოლიტიკურ პროცესებთან და აქედან გამომდინარე ჩვენ ჩვენი სამუშაო მიმართულებით უფრო ცხადად გვექნება წარმოდგენილი თუ სად არის ის პრობლემები, რის გამოც ამა თუ იმ საკითხში რუსულ პროპაგანდას უფრო მეტი გავლენა აქვს,“ - განაცხადა ბათუ ქუთელიამ.  

კომენტარები

მსგავსი სიახლეები